საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია მოედანს ტრავმით გამოწვეული ორთვიანი უქმობის შემდეგ დაუბრუნდა, თუმცა, მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სასურველ ფორმაში მალევე შევიდა.
ზაზას “ბაქსმა” ნბა-ში მორიგი მატჩი შინაურ “ჰარის ბრედლი სენთერში” დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ “ჰიუსტონ როკესთან” გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 95:101 წააგო, ქართველმა ცენტრმა კი საქმეში დაბრუნების შემდეგ, პირველი ორმაგი დუბლი შესრულა.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მოედანზე საკმაო დრო – 29:27 წუთი გაატარა. აღნიშნულს ხელი ლარი სანდერსის ტრავმამაც შეუწყო. ამ უკანასკნელს მხოლოდ 04:23 წუთი ჰქონდა ნათამაშები, როდესაც სტუმართა ერთ-ერთი ლიდერის ჯეიმს ჰარდენის იდაყვი მოხვდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ზაზას შეტევაში ასპროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა. მან ხუთივე ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო და 12 ქულას 10 მოხსნა (3 შეტევაში), 5 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. ქართველმა კალათბურთელმა ბურთი ორჯერ დაკარგა და 4 ფოლი (1 ტექნიკური) მიიღო.
ფაჩულიას გარდა, მასპინძელთაგან დაბლ-დაბლს (14 ქულა, 10 მოხსნა) გამორჩა ჯონ ჰენსონიც, ბრენდონ ნაიტმა 23 ქულა ჩააგდო, ხოლო კრის მიდლტონმა 20 ქულას 8 პასი წაამატა.
ჰიუსტონელთა გამარჯვება ამჯერადაც მათი ლიდერების ჩინებულმა თამაშმა განაპირობა. დუაიტ ჰოვარდმა 27 ქულას 13 მოხსნა წაამატა და თანაც ბოლო წამებზე მიჯრით 3 საჯარიმო ჩააგდო, არადა, აღნიშნული “სუპერმენის” სუსტ წერტილად ითვლება. თავის მხრივ, 22 ქულა მიითვალა ჯეიმს ჰარდენმა.
“მილუოკის” 9 მოგების წილ 41 მარცხი მოუგროვდა და მთელს ლიგაში ბოლო ადგილზე რჩება. ფაჩულიას კლუბს მომდევნო მატჩი 11 თებერვლის დილას შინ “
მილუოკი – ჰიუსტონი 95:101 (26:29, 19:27, 24:25, 26:20)
მილუოკი: ნაიტი (23 ქ.), მიდლტონი (20 ქ. 8 პ.), უოლტერსი (19 ქ. 7 მ.), ჰენსონი (14 ქ. 10 მ. 4 დ.), სენდერსი (2 ქ.); ფაჩულია (12 ქ. 10 მ.), ნილი (2 ქ.), რადულიცა (2 ქ.), ადეტოკოუმბო (1 ქ.).
ჰიუსტონი: ჰოვარდი (27 ქ. 13 მ.), ჰარდენი (22 ქ.), ბევერლი (15 ქ.), პარსონსი (8 ქ.), ჯონსი (2 ქ.); ლინი (18 ქ.), მოტეიუნასი (9 ქ.), კასპი, აშიკი.
შარლოტი –
შარლოტი: ჯეფერსონი (26 ქ. 9 მ.), ჰენდერსონი (23 ქ.), უოკერი (18 ქ. 8 პ.), მაკრობერტსი (7 ქ.), კიდ-გილკრისტი (4 ქ. 12 მ.); სეშნსი (10 ქ.), ზელერი (6 ქ.), ტოლივერი (6 ქ. 7 მ.), პარგო, ბიიომბო.
მემფისი: რენდოლფი (20 ქ.), ლი (14 ქ.), კალატესი (10 ქ.), გასოლი (8 ქ. 8 მ. 7 პ.), პრინსი; მილერი (8 ქ.), ჯონსონი (8 ქ.), მორისი (5 ქ.), კუფოსი (4 ქ.), დევისი (2 ქ. 7 მ.).
დეტროიტი – დენვერი 126:109 (30:29, 35:32, 32:25, 29:23)
დეტროიტი: ჯენინგსი (35 ქ. 12 მ.), სმიტი (30 ქ. 10 მ. 8 პ.), დრამონდი (18 ქ. 15 მ.), მონრო (14 ქ.), სინგლერი (10 ქ.); სტაკი (19 ქ.), კოლდუელ-პოუპი, იერებკო.
დენვერი: ფოი (25 ქ.), ჩენდლერი (20 ქ.), ჰიკსონი (15 ქ. 16 მ.), ფარიდი (11 ქ.), ლოუსონი (6 ქ. 7 პ.); ფურნიე (12 ქ.), მილერი (6 ქ.), რენდოლფი (6 ქ.), არტური (4 ქ.), მოზგოვი (3 ქ.), ჰემილტონი (1 ქ.).
მინესოტა – პორტლენდი 110:117 (23:28, 31:27, 29:28, 27:34)
მინესოტა: ბრიუერი (26 ქ. 7 მ.), რუბიო (25 ქ. 9 პ.), ბადინგერი (19 ქ.), კანინგემი (14 ქ. 10 მ.), ტურიაფი (8 ქ. 13 მ.); მუჰამადი (12 ქ.), ბარეა (6 ქ.), შვედი, მბა ა მუტე, ჰამელი, ჯენგი.
პორტლენდი: ოლდრიჯი (26 ქ. 9 მ.), მეტიუზი (21 ქ. 6 პ.),
იუტა – მაიამი 94:89 (32:20, 20:30, 16:16, 26:23)
იუტა: უილიამსი (23 ქ.), ჯეფერსონი (14 ქ.), ბერკი (13 ქ.), ჰეივორდი (9 ქ. 9 მ.), ფეივორსი (8 ქ. 7 მ); ბერკსი (12 ქ.), კანტერი (8 ქ. 8 მ.), ევანსი (6 ქ. 7 მ.), რაში (1 ქ.), გარეტი.
მაიამი: უეიდი (19 ქ.), ჯეიმსი (13 ქ. 7 მ.), ბოში (13 ქ. 7 მ.), ჩალმერსი (12 ქ. 7 პ.), ბატიე (8 ქ.); კოული (12 ქ.), ალენი (9 ქ.), ანდერსენი (3 ქ.), ოდენი.
ფინიქსი – გოლდენ სტეიტი 122:109 (29:28, 34:31, 32:31, 27:19)
ფინიქსი: დრაგიჩი (34 ქ. 10 პ.), გრინი (25 ქ.), ტაკერი (16 ქ. 15 მ.), ფრაი (13 ქ.), პლამლი (12 ქ. 7 მ.); მარკუს მორისი (14 ქ.), ბარბოზა (6 ქ.), სმიტი (2 ქ.), მარკიფ მორისი.
გოლდენ სტეიტი: კარი (28 ქ. 9 პ.), ტომპსონი (17 ქ.), იგუდალა (12 ქ. 8 მ.), ო’ნილი (11 ქ.), გრინი (5 ქ.); ბარნსი (23 ქ.), კროუფორდი (10 ქ.), სპეიტსი (2 ქ.), ბეიზმორი (1 ქ.).
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. | ინდიანა | 49 | 36 | 3 | 0 | 10 | 4840:4444 | 0.796 |
2. | მაიამი | 49 | 33 | 2 | 2 | 12 | 5097:4843 | 0.714 |
3. | ტორონტო | 50 | 25 | 1 | 3 | 21 | 4970:4853 | 0.520 |
4. | ატლანტა | 49 | 22 | 3 | 1 | 23 | 5004:4941 | 0.510 |
5. | ვაშინგტონი | 49 | 22 | 2 | 6 | 19 | 4871:4885 | 0.490 |
6. | ჩიკაგო | 49 | 22 | 2 | 2 | 23 | 4514:4555 | 0.490 |
7. | ბრუკლინი | 48 | 20 | 2 | 2 | 24 | 4685:4813 | 0.458 |
8. | შარლოტი | 51 | 20 | 2 | 2 | 27 | 4817:4951 | 0.431 |
9. | დეტროიტი | 50 | 21 | 0 | 3 | 26 | 5032:5141 | 0.420 |
10. | ნიუ იორკი | 50 | 18 | 2 | 1 | 29 | 4859:4936 | 0.400 |
11. | ბოსტონი | 51 | 17 | 1 | 0 | 33 | 4849:5032 | 0.353 |
12. | კლივლენდი | 50 | 13 | 4 | 2 | 31 | 4831:5136 | 0.340 |
13. | ფილადელფია | 51 | 11 | 4 | 1 | 35 | 5157:5610 | 0.294 |
14. | ორლანდო | 52 | 15 | 0 | 4 | 33 | 5009:5294 | 0.288 |
15. | მილუოკი | 50 | 8 | 1 | 5 | 36 | 4615:5090 | 0.180 |
დასავლეთ კონფერენცია
1. | ოკლაჰომა სიტი | 52 | 38 | 2 | 0 | 12 | 5457:5069 | 0.769 | |
2. | სან ანტონიო | 51 | 35 | 2 | 0 | 14 | 5297:4964 | 0.725 | |
3. | პორტლენდი | 51 | 33 | 3 | 1 | 14 | 5506:5278 | 0.706 | |
4. | კლიპერსი | 53 | 33 | 2 | 1 | 17 | 5640:5340 | 0.660 | |
5. | ჰიუსტონი | 51 | 33 | 1 | 1 | 16 | 5371:5173 | 0.667 | |
6. | ფინიქსი | 50 | 30 | 0 | 2 | 18 | 5254:5091 | 0.600 | |
7. | დალასი | 51 | 30 | 0 | 1 | 20 | 5337:5216 | 0.588 | |
8. | გოლდენ სტეიტი | 51 | 29 | 1 | 2 | 19 | 5256:5054 | 0.588 | |
9. | მემფისი | 49 | 25 | 2 | 1 | 21 | 4663:4652 | 0.551 | |
10. | დენვერი | 49 | 24 | 0 | 0 | 25 | 5085:5093 | 0.490 | |
11. | მინესოტა | 51 | 23 | 1 | 1 | 26 | 5385:5196 | 0.471 | |
12. | ნიუ ორლეანი | 49 | 20 | 2 | 0 | 27 | 4896:4963 | 0.449 | |
13. | ლეიკერსი | 50 | 18 | 0 | 1 | 31 | 5057:5304 | 0.360 | |
14. | იუტა | 50 | 16 | 1 | 1 | 32 | 4704:5034 | 0.340 | |
15. | საკრამენტო | 50 | 15 | 2 | 2 | 31 | 5077:5184 | 0.340 |