კალათბურთი

15:16 | 28.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას “მილუოკი” ანტირეკორდს უახლოვდება

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” მიმდინარე სეზონში უკვე მე-2 ოვერტაიმი ითამაშა და ამჯერადაც მარცხი განიცადა. აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი შინაურ კედლებში დედაქალაქურ “ვაშინგტონ უიზარდსს” დაუხვდა და დამატებით დროში 92:100 დამარცხდა.

გასულ მატჩში ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო ფაჩულიას და მარჩინ გორტატის პირადი დუელი გახლდათ, რომელიც პოლონელის სრული გამარჯვებით დასრულდა. გორტატმა 40:39 წუთში 12-დან 11 ორქულიანი გამოიყენა და 25 ქულას და 8 მოხსნას გამორჩა, ზაზას სტატისტიკა კი ასეთი გახლდათ: 36:13 წუთი, 3 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თამაშიდან მხოლოდ ორჯერ ისროლა, რასაც 2-დან 1 საჯარიმოც წაამატა. სამაგიეროდ, ზაზა ჩინებულად გაისარჯა ფარზე და მხოლოდ შეტევაში გუნდს 7 მოხსნა მოუტანა. ფაჩულიას პასივში 3 შეცდომა და 5 პერსონალური ფოლი გახლდათ.

“ბაქსმა” მიჯრით მე-10 მარცხი განიცადა და ეს, გუნდის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სერიაა 1996 წლის მარტის შემდეგ, როდესაც მილუოკელები ზედიზედ 15-ჯერ დამარცხდნენ.

ფაჩულიას კლუბს 12 მარცხის წილ 2 გამარჯვება შერჩა და როგორც აღვნიშნეთ, ცენტრალურ დივიზიონშიც და მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში უკანასკნელი ადგილი უკავია. “ბაქსს” მომდევნო შეხვედრა 30 ნოემბრის დილას შარლოტში “ბობქეთსთან” ელის.

წარუმატებელი დღე ჰქონდა თორნიკე შენგელიას “ბრუკლინ ნეთსმაც”, რომელიც “ლოს ანჟელეს ლეიკერსს” დაუხვდა და 94:99 წააგო. მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 18:34 დათმეს და მიუხედავად 17 732 ქომაგის შეგულიანებისა, ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხეს.

ქართველ ფორვარდს თამაშში მონაწილეობა არ მიუღია, სამაგიეროდ, იყოჩაღა “ნეთსის” ბოსნიელმა ლეგიონერმა მირზა ტელეტოვიჩმა, რომელმაც 7-დან 4 სამქულიანი გამოიყენა და 20:58 წუთში 17 ქულა მიითვალა. მის გარდა, თავი ჯო ჯონსონმა (18), ენდრიუ ბლატჩმა (14) და ალან ანდერსონმაც (14) გამოიჩინა.

“ბრუკლინი” 4 მოგებით და 11 მარცხით ატლანტის დივიზიონში მე-4 პოზიციაზეა, მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში კი მე-13 საფეხურზეა. “ნეთსი” მომდევნო მატჩს 30 ნოემბრის დილას “ჰიუსტონ როკიტსთან” სტუმრად ჩაატარებს.

 

მილუოკი – ვაშინგტონი 92:100 ოტ. (23:25, 25:24, 20:22, 19:16, 5:13)

ბრუკლინი – ლეიკერსი 94:99 (18:34, 22:20, 28:23, 26:22)

ორლანდო – ფილადელფია 105:94 (33:27, 22:23, 22:23, 28:21)

შარლოტი – ინდიანა 74:99 (11:22, 27:21, 14:17, 22:39)

დეტროიტი – ჩიკაგო 79:99 (29:25, 24:26, 15:25, 11:23)

კლივლენდი – მაიამი 84:95 (28:22, 14:27, 18:21, 24:25)

ბოსტონი – მემფისი 93:100 (13:27, 23:22, 23:20, 34:31)

მინესოტა – დენვერი 110:117 (27:28, 28:36, 28:26, 27:27)

ოკლაჰომა სიტი – სან ანტონიო 94:88 (19:21, 24:25, 25:15, 26:27)

ჰიუსტონი – ატლანტა 113:84 (30:19, 26:26, 21:22, 36:17)

დალასი – გოლდენ სტეიტი 103:99 (28:22, 27:24, 27:25, 21:28)

ფინიქსი – პორტლენდი 120:106 (21:32, 40:26, 29:18, 30:30)

კლიპერსი – ნიუ იორკი 93:80 (29:27, 20:18, 25:23, 19:12)

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

1. ინდიანა 15      13      1      0      1 1460:1297      0.933
2. მაიამი 15 12 0 0 3 1588:1441 0.800
3. ჩიკაგო 14 7 0 1 6 1292:1285 0.500
4. ტორონტო 14 6 0 2 6 1370:1356 0.429
5. ატლანტა 16 8 0 0 8 1587:1597 0.500
6. ვაშინგტონი 15 5 2 2 6 1504:1520 0.467
7. შარლოტი 16 7 0 0 9 1415:1478 0.438
8. ორლანდო 15 6 0 1 8 1500:1508 0.400
9. დეტროიტი 15 6 0 1 8 1470:1499 0.400
10. ფილადელფია 16 4 2 1 9 1649:1745 0.375
11. ბოსტონი 17 6 0 0 11      1579:1658 0.353
12. კლივლენდი      15 2 2 0 11 1389:1518 0.267
13. ბრუკლინი 15 3 1 1 10 1436:1538 0.267
14. ნიუ იორკი 14 3 0 1 10 1291:1385 0.214
15. მილუოკი 14 2 0 2 10 1259:1403 0.143

 

დასავლეთ კონფერენცია

1. სან ანტონიო 15 13 0 0 2 1518:1355 0.867
2. პორტლენდი 16 12 1 0 3 1664:1584 0.813
3. ოკლაჰომა სიტი      13      9 1 0 3 1336:1273 0.769
4. კლიპერსი 16 11 0 0 5 1712:1630 0.688
5. ჰიუსტონი 16 10 1 1 4 1744:1648 0.688
6. დალასი 16 10 0 0 6 1688:1654 0.625
7. დენვერი 14 8 0 0 6 1470:1449 0.571
8. გოლდენ სტეიტი 16 9 0 1 6 1625:1566 0.563
9. ფინიქსი 15 8 0 1 6 1513:1482 0.533
10. მემფისი 15 6 2 0 7 1409:1438 0.533
11. ლეიკერსი 16 8 0 0 8 1605:1637 0.500
12. მინესოტა 17 7 1 0 9 1797:1716 0.471
13. ნიუ ორლეანსი 14 6 0 0 8 1410:1400 0.429
14. საკრამენტო 13 4 0 0 9 1245:1294 0.308
15. იუტა 16 1       1      0      14      1416:1587      0.125
0.152736