როგორც უკვე ვიუწყებოდით, “მილუოკი ბაქსის” ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია ტრავმის გამო მინიმუმ ოთხ კვირას გამოტოვებს, რაც ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფი გუნდისთვის დამატებითი თავისტკივილია. მიუხედავად არსებული სიტუაციისა, თავად ფაჩულია მომავალს იმედიანად უყურებს.
“იმედი მაქვს, რომ “ოლ სტარის” კვირეულის წინ მოედანზე დაბრუნებას შევძლებ, მცირე შესვენების შემდეგ კი, ყველა ტრავმირებული მწყობრში უნდა იყოს, რაც ამოსუნთქვის და სეზონის ღირსეულად დაბრუნების საშუალებას მოგვცემს. თანაც, ჩვენი მიზანი ერთი სეზონის გუნდის მშენებლობა ხომ არაა. ეს პროცესია და სამომავლო შედეგებზეც უნდა ვიფიქროთ”.
მიმდინარე სეზონში ქართველმა კალათბურთელმა 17 მატჩი ჩაატარა და აქედან 11-ში სასტარტო ხუთეულში გახლდათ. ზაზას საშუალო მონაგარი 6.9 ქულა და 6.5 მოხსნაა, ზუსტად შესრულებული საჯარიმოების მიხედვით კი, იგი მთელს ლიგაში მე-4 ადგილზეა: 45-დან 42 ზუსტი ტყორცნა, რაც 93.3%-ს შეადგენს.
იმ ფონზე, როდესაც ლარი სანდერსის ტრავმას ფაჩულიას არყოფნაც ემატება, ცხადია, რომ “ბაქსის” რიგებში კიდევ უფრო დაიტვირთება ძირითად ცენტრად ქცეული ჯონ ჰენსონი, ახალბედა მიროსლავ რადულიცას კი სათამაშო წუთები მოემატება.
ფაჩულია განსაკუთრებით ხაზს ჰენსონის გარჯას უსვამს, რომელიც 28 დეკემბერს მხოლოდ 23 წლის ხდება და წესით, ნბა-ში ნათელი მომავალი უნდა ჰქონდეს.
“იგი უდავოდ იზრდება. საკუთარი თავის სჯერა და ამავდროულად, ძალიან შრომისმოყვარეა. ჰენსონი ერთ-ერთ იმ მოთამაშეთაგანია, რომლის გვერდით გარჯაც ძალიან სასიამოვნოა. მას ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს”.
“მილუოკის” მომავალი მატჩი ხვალ დილით ჩიკაგოში
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა შეცდა თქვენ იყიდეთ 16 წლის? უბრალოდ ამან თავზე გაისხა და მაგიტომ გაასხმევნია ბაბუმ ტიპს ბექჰემი და ნილტელროი ყავს გაყრილი და რას გადაყევით ამ პოგმას რა მაგ ორზე დიდი ფეხბურთელია?
ფერგიუსონი მაინც საუკეთესოა. იცოდა რაც იყო მაგრამ თავზე არ დაისვამდა და გაუშვა. ეს იყო და ეს.
ყველაზე დიდი შეცდომა ფერგიუსონის თავის კარიერაში.
შეხდომა არ ქვია მაგას ფერგიმ ეს მაშინ იპოვა არც მე და დიდი ალბათობით არც შენ არ გსმენოდა არაფერი ამის შესახებ მაგრამ მერე ამას ამბიცია გაუჩნდა რაც არ აპატია ბაბუმ ეგ იყო დაეგ
უშეცდომო არავინაა
უშეცდომო არავინაა
deqstera_best_7 (560მატაში პოგბა??
არც მასე სულელია მაროტა ანიელი მაჰგას რომ დათანხმდეს მატას ასაკის პოგბა მსოფლიო კლასის ვარსკვლავი იქნება
თან მატას ასაკამდე პოგბას მაინც ვერშეინარჩუნებს იუვე ჩემი აზრით და ისევ იუნაიტედში დაბრუნდეს..
ფულსაც დავუმატებთ, მასეთი უნამუსოებიც არვართ და შეიძლება როხოც ჩავურთოთ თუ სურვილი გექნებათ
))

იანგს უბრალოდ არვაკადრებთ
შვაინშტაიგერი-პოგბა
))
იანუზაი-რუნი-დეპაი
მარტიალი
ზამენა: შნეიდერლინი, ერერა, ფერეირა
ძაან თუ გაჭირდა ფელაინი, ვალენსია, იანგიც შეიძლება
მატაში რო გავუცვალოთ არუნდათ?? მოვა ფეხბურთელი ვისი წასვლაც მაგრად არმინდოდა, და წავა ფეხბურთელი რომელიც დიდად არმევასება და მანჩესტერში ვერვხედავ მის ადგილს!!
))
ალეგრის კი ევასება მატა და მისი სტილის ფეხბურთელები
მუ შეაჩვენებს ახლა ამას DDDDD
არ გაგიგოს ფერგიმ,თორე მოგხვდება ბუცი მაგ დებილ თავში!

მუუუ სად ხარ. ნახე რა იკადრა ფერდინანდმა??
: D: D
აგონიაშია