კალათბურთი

1:10 | 19.08.2013 | ნანახია 4868 - ჯერ

ზაზა ფაჩულია: “კონფლიქტური საკითხების გარკვევა ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე უნდა გადავდოთ”

ნაკრების კაპიტან ქართულ კალათბურთში შექმნილ ვითარებას  გამოეხმაურა

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდია, ქართულ კალათბურთში არცთუ მშვიდი ვითარებაა. 10 აგვისტოს გამართული ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა სკანდალური აღმოჩნდა და საბოლოოდ, გაურკვეველი ვადით გადაიდო. მოქიშპე მხარეები ერთმანეთს უსამართლო წესებით ქმედებას აბრალებენ და ცხადია, რომ ამ ამბებს გაგრძელება კიდევ მოჰყვება.

“შექმნილ გაუგებრობას ნუ მივცემთ დაპირისპირების და კონფლიქტის სახეს. მით უმეტეს ახლა, როცა წინ გველის უმძიმესი და პასუხისმგებლობით აღსავსე ევროპის ჩემპიონატი. მისი დასრულების შემდეგ გამგეობა გამოაცხადებს საკალათბურთო სამყაროს სხვადასხვა წარმომადგენლებთან და საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან შეხვედრების განრიგს, სადაც მაქსიმალურად შეჯერდება ახალი წესდების რედაქცია. მხოლოდ ამის მერე დაინიშნება ფედერაციის ყრილობა წესდების ახალი რედაქციით მისაღებად”, - ასეთი გახლდათ კალათბურთის ფედერაციის მესვეურთა ბოლო განცხადება.

ახლა, შექმნილ ვითარებას საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია გამოეხმაურა, რომელიც მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს, თუმცა, შესაძლოა, სლოვენიაში თანაგუნდელების გასამხნევებლად მაინც ჩავიდეს. აი, რა დაწერა ზაზამ საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე.

“არ მივესალმები იმ დაპირისპირებებს, რომელიც შეიქმნა საქართველოს საკალათბურთო სამყაროში ევროპის ჩემპიონატის წინ. ჩვენ გველის უმნიშვნელოვანესი ტურნირი, რომელიც წარმოადგენს ეროვნულ ინტერესის და ღირსების საკითხს. ამის გამო, ყველა კონფლიქტური საკითხის გარკვევა, რომელიც დღეს არსებობს საქართველოს საკალათბურთო სამყაროში, უნდა გადაიდოს სანამ არ დამთავრდება ევროპის ჩემპიონატი. დღეს ჩვენ ბიჭებს გვერდში დგომა და გამხნევება სჭირდებათ”.


კომენტარები (26)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:58 | 19.08.2013
jvarosnebi (531)

სერბეთი-სართველო სრული ვიდეო-რეპორტაჟიstripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=-b0pFs9vszo')>0?' http://www.youtube.com/watch?v=-b0pFs9vszo':' http://www.youtube.com/watch?v=-b0pFs9vszo'))

19:50 | 19.08.2013
Kala94 (6114)

ზაზა შენ გენაცვალე რა !!!

18:59 | 19.08.2013
babu bebero (68)


lebeast (5) და ესეთ ჭორებს საიდან აძრობ?გითხრა ვინმემ?მომისმინე...არ ვიცი ბოღმით ამბობ თუ უბრალოდ ეგეთი ხარ მაგრამ...როცა არ იცი ნუ ამბობ...თუ არ იცნობ მე გეტყვი არაა ვიკა ის ბიჭი და მითუმეტეს მანუ რომ მაგაზე ერთმანეთს დასცხონ!!ფუ....

18:03 | 19.08.2013
xizan she mwovelo (134)

ზაზა გენცაცვალე მაგარი კაცი ხარ

17:34 | 19.08.2013
geogreece (9768)

არ მჯერავს ძმაო მე მაგ სისულელის რა დასცხეს არა ტყემალი

16:07 | 19.08.2013
lebeast (6)

ისიც დამთხვევაა სანიკიძემ და მარკოიშვილმა რომ დაცხეს ერთმანეთს კაპიტნობაზე? თუნდაც ფეხბურთში, თუნდაც კალათბურთში სისტემაა ჩამპალი, ყველას ცალ წიხლზე კიდია მომავალი, აწმყოთი ცხოვრობენ და ცდილობენ ფული იშოვონ. მაგიტომაც არის, რომ ვერცერთ სპორტში სანაკრებო დონეზე წარმატებას ვერ მივაღწიეთ და ვერც მივაღწევთ.

19:01 | 19.08.2013
babu bebero (68)

და შენ ამბობ რომ მანუს და ვიკას ფეხებზე კიდიათ?ორივე ტრავმებით რომ თამაშობენ?და როცა არ იცნობ არცერთს ჩუმად უნდა იყო....ან მათი ურთიერთობა თუ იცი გეცოდინება რომ არაფერზე და მითუმეტეს მაგაზე ერთმანეთს არ დასცხებენ!!მართლა ჩამპლები ხართ

17:34 | 19.08.2013
geogreece (9768)

შენ საიდან გაქვს ინფორმაცია რომ ვიკა და მანჩომ დასცხეს ?

15:30 | 19.08.2013
ben10 (575)

ლიპარტელიანი დანიშნული კაცია. ცხოვრებაში და საერთოდ კალათბურთში რა გაუკეთებია.მის დროს რაც რამდენიმე წელიწადს მოიცავს სადმე აშენდა სტადიონი??კორუფციის მიმდევარია.სიჭინავაც ხო დანიშნულია??მაგრამ კაი რაღაცეები გააკეთა.დასრულდა ბაზა.ლაგოდეხში ფეხბურთის ინფრასტრუქტურა ვითარდება.გარემონტდა მესხი.თავიდან აშენდა ლანჩხუთის და ფოთის სტადინო.ფიფია მაგის მოყვანილი არისო ვერ ვიტყვი,თუმცა საქმეს აკეთებს კაცი.მაგრამ ყველას გვახსოვს ახალკაცი??
ეგეთი არამზადა ცოტა თუ გეყოლებათ.თუმცა აქ მთავარი სხვაა.დანიშნულიც რომ იყოს კაცი!
თუ საქმეს სხვაზე უკეთ აკეთებს რატო უნდა მოვხსნათ? ლიპარტელიანი მძულს!

15:28 | 19.08.2013
ben10 (575)

ლიპარტელიანი დანიშნული კაცია. ცხოვრებაში და საერთოდ კალათბურთში რა გაუკეთებია.მის დროს რაც რამდენიმე წელიწადს მოიცავს სადმე აშენდა სტადიონი??კორუფციის მიმდევარია.სიჭინავაც ხო დანიშნულია??მაგრამ კაი რაღაცეები გააკეთა.დასრულდა ბაზა.ლაგოდეხში ფეხბურთის ინფრასტრუქტურა ვითარდება.გარემონტდა მესხი.თავიდან აშენდა ლანჩხუთის და ფოთის სტადინო.ფიფია მაგის მოყვანილი არააო ვერ ვიტყვი,მაგრამ ყველას გვახსოვს ახალკაცი??
ეგეთი არამზადა ცოტა თუ გეყოლებათ.თუმცა აქ მთავარი სხვაა.დანიშნულიც რომ იყოს კაცი!
თუ საქმეს სხვაზე უკეთ აკეთებს რატო უნდა მოვხსნათ? ლიპარტელიანი მძულს!

15:07 | 19.08.2013
deme2222 (1418)

წესიერი მწვრთნელის და წესიერი ფედერაციის პირობებში წინა ევროპაზე გაცილებით უკეთესი შედეგის ჩვენება შეიძLებოდა იმ თაობის კალათბურთელებით.

14:55 | 19.08.2013
deme2222 (1418)

ვეთანხმები ევროპამდე არ არის საჭირო აყალმაყალი, მაგრამ ამ პერიოდში უდნათ ზუსტად შემორჩენილ მეცოცხეების გამპრავებელ უმცროს მეცოცხეებს გაძრომა. დააჭიროს ყველამ ერთი ადგილი ურჩევნია!

14:49 | 19.08.2013
jabar (494)

ზაზა ლომი ხარ///შენ გენაცვალე//////////// არაა ახლა ამის დრო////////ბიჭები უნდა იქნეთ მაგრა თუ არა თქვენი თაობის ოფლით მოტანილ წარმატებას ვინც იბრალებს ან მომავალში დეიბრალებს მე მისიიიიი//////////////

14:06 | 19.08.2013
Shevche (15054)

ზაზა პიროვნებაა

12:39 | 19.08.2013
anegdoti:kartveli-fexburteli (268)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

11:46 | 19.08.2013
antonello riva (22)

კალათბურთი ფეხბურთი არაა და არც "პოლიტიკოსების" და მებადურების ბოგინის ადგილი!!!
ზაზამ დროული განცხადება გააკეთა,მაგრამ ამ თავქარიანებს გააგებინებ რამეს???
ყიფიანმა იცის საერთოდ რამე კალათბურთზე???
მხოლოდ ორი სათამაშო სპორტიღა გვაქვს რის ყურება და გულშემატკივრობა შეიძლება!!!

11:16 | 19.08.2013
sabonis (9584)


ჰო კომფლიკტი და დაპირისპირება ალბათ არაა საჭირო, გუნდის მზადებას პრობლემა არ უნდა შეექმნას. თუმცა აზრის გამოთქმას ვერ აუკრძალავთ ერთმანეთს.

11:07 | 19.08.2013
antitotalizatori (1480)

sony2005 - აბსოლუტურად გეთანხმები, მეოცნებეობა გახდა ფედერაციის შEფობის კრიტერიუმი, ყველგან შევიდნენ და ყველგან არიეს

14:53 | 19.08.2013
deme2222 (1418)

ჰო მაგალითად ძიუდოში ხო? შინჰოფერა რომ მოათრიეს, რომ ჭამდნენ ერთმანეთს და 1 ბრინჯაო სანატრელი რომ გვქონდა ტურნირიდან ტურნირამდე!

11:06 | 19.08.2013
davidus08 (56)

ქართულად ვიქცევით!!! როცა ერთად ყოფნა საჭირო ,ერთმანეთში ვომობთ, მერე ვარკვევთ როგორ დაგვემართა ასე,ზაზას და ჩვენი ბიჭების იმედი გვაქს თორე ესენი მარტო სკამებისთვის იბრძვიან

09:54 | 19.08.2013
akhali (10761)

აბსოლიტურად მართალია ზაზა და ნეტავ მისი შეხედულებების და გაგების ქართველები გვიმრავლოს!!!
ამათ ბრძოლას სკამებისთვის,ოხ მათი...არ მჯერა რომ გულრწფელად რამე ანაღვლებდეთ!ან რა კალათბურთის ჩვენს დღევანდელ დონეზე რომელი სპორტია თუ ნებისმიერი სფერო ჩხოვრების?თუნდაც პოლიტიკოსებმა ჯერ აჯობებს ფაჩულიას მოუსმინონ და მერე მიიღონ გადაწყვეტილებები

09:23 | 19.08.2013
lashavera (1697)

ყაზბეგი!!
მაგარია!

09:11 | 19.08.2013
sony2005 (133)

სადაც შევიდა ყიფიანი ყველგან აურ დაურია, საქმეს ვე. Aკეთებენ და მარტო Gაფუჭებაზე Aრიან გადასულები

08:42 | 19.08.2013
BEERTRANCE (97819)

ყურები გამოაწმენდიათ ნეტა ზაზა რომ გაგონება შეძლონ.

07:15 | 19.08.2013
jikha (947)

ნეტა ბევრი იყოს ზაზასნაირი და არამარტო კალათბურთში... მაგრა გავაკლია ეს კაცი

03:07 | 19.08.2013
rekhvo63 (570)

ზაზა, მაგათ სკამი და მაღალი ხელფასი უნდათ თორე სულ ერთ ადგილზე კიდიათ ქართული კალათბურთი

02:12 | 19.08.2013
Slovan Bratislava (626)

მართალია.რა დროის კონფლიქტია
0?'>http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA':'>http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA'))

01:30 | 19.08.2013
Rezo Baramia (14)

ზაზა ჯიგარია!!!!! ტეხავტ რო ვერ თამაშობს ევროპაზე ....

01:19 | 19.08.2013
dinamo11 (1009)

მაგარი კაცი ხარ ზაზა

0.122284