ვეტერანი კალათბურთელი ზაზა ცაგარეიშვილი სუპერლიგის ვიცეჩემპიონისა და სუპერთასის მფლობელი “ოლიმპის” ახალგაზრდული გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ცაგარეიშვილმა განუცხადა.
კალათბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს უთუოდ ემახსოვრებათ ზაზა ცაგარეიშვილი, რომელიც საქართველოს წამყვან გუნდებში, ძირითადად კი “დინამოში” თამაშობდა. აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ, “დინამოს” მთავარ მწვრთნელად რამდენიმე წელი იმუშავა.