18 წლის ქართველი ფეხბურთელი ლუკა ზარანდია მომავალი სეზონიდან ბელგიური “გენკის” ღირსებას დაიცავს. ქართველმა ტალანტმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და უახლოეს პერიოდში კონტრაქტსაც გააფორმებს. აღნიშნულის შესახებ ბელგიური ვებ-გვერდები voetbalnieuws და hbvl იუწყებიან.
შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ზარანდია ჰოლანდიურ პსვ-შიც ისინჯებოდა, თუმცა, კონტრაქტამდე საქმე არ მისულა. ბელგიურმა კლუბმა კი მასში მეტი პოტენციალი დაინახა. როგორც ირკვევა, “გენკში” ქართველ შემტევს ტომას ბუფელის შემცვლელად ამზადებენ.