ლუკა ზარანდიამ პირველი მატჩი ჩაატარა ახალი გუნდის, ბელგიური “გენკის” შემადგენლობაში. 18 წლის ქართველმა ფორვარდმა დებიუტი გოლით აღნიშნა. ეს მოხდა “გენკი”-“ლომელის” შეხვედრაში, რომელიც 1:2 დასრულდა. სასიხარულოა საქართველოს ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის ასეთი კარგი დასაწყისი.
ზარანდიამ 37-ე წუთზე ზუსტი დარტყმის შემდეგ მიითვალა გოლი. ქართველი სასტარტოში გახლდათ, პირველი ტაიმის შემდეგ კი მწვრთნელმა თერთმეტივე ფეხბურთელი შეცვალა.