საფეხბურთო კლუბ “ზანტქ-პაულის” ხელმძღვანელობას, აკაკი გოგიასთან, რომელიც “ვოლსფბურგიდან” არის განათხოვრებული, სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება სურს. ამის შესახებ, გერმანული მედია “ზანტქ-პაულის” სპორტულ დირექტორ რაშიდ აზაუზიზე დაყრდნობით იუწყება.
გოგიამ, გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 27-ეტურში, “პადერბორნთან” საშინაო მატჩი (2:2) გრიპის ვირუსის მიზეზით გამოტოვა.
გოგიას და კიდევ ერთი ფეხბურთელს ფლორიან ბრუნს, გრიპი გასულ კვირაში შეეყარათ და გუნდის მთავარ მწვრთნელს მიხაელ ფრონცეკს იმედი ჰქონდა, რომ “პადერბორნთან” მატჩისთვის ქართველი მაინც გამოჯანმრთელდებოდა. თუმცა, განვლილ შეხვედრაში გოგია 18-კაციან განაცხადში არ იყო.
მიმდინარე სეზონში, 21 ქართველმა ნახევარმცველმა, რომელიც გერმანიის მოქალაქეა, 20 მატჩი ჩაატარა, მათ შორის 14 სასტარტო შემადგენლობაში და ერთი გოლი გაიტანა.