ფეხბურთი

21:15 | 14.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზამერი: “ტიაგო ჯერ არ შეგვიძენია”

მიუნხენის “ბაიერნის” სპორტული დირექტორი მათიას ზამერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი გუნდი “ბარსელონას” 22 წლის ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას შეძენითაა დაინტერესებული, მაგრამ მისივე თქმით, ტრანსფერი ჯერ დასრულებული არაა.

“გავაფორმეთ თუ არა კონტრაქტი ალკანტარასთან? არა. დაინტერესებულნი ვართ თუ არა მისი შეძენით? კი.” – ციტირებს ზამერის სიტყვებს Bild-ი.

როგორც ცნობილია, ტიაგოს “ბარსელონადან” წასვლა სურს. ახალგაზრდა ესპანელმა “ბაიერნში” გადასვლის სურვილი საჯაროდ გამოხატა. იმის გათვალისწინებით, რომ ალკანტარას გამოსასყიდი თანხა 18 მილიონი ევროა, მის მიუნხენში გადაბარგებას, წესით, წინ ვერაფერი უნდა აღუდგეს.

0.112661