ფეხბურთი

20:04 | 27.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზამერი: “რობენი რჩება”

მიუნხენის “ბაიერნის” სპორტული დირექტორი მათიას ზამერი აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის გმირი არიენ რობენი გუნდს არ დატოვებს.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ “ბაიერნს” პეპ გვარდიოლა ჩაიბარებდა, გამოითქვა მოსაზრება, რომ კატალონიელი სპეციალისტი ჰოლანდიელს გუნდიდან გაუშვებდა, მაგრამ როგორც ირკვევა, ასე არ მოხდება.

“ბოლო დროს, ესპანურ პრესაში ბევრი აბსურდული ინფორმაცია გავრცელდა. ძირითადად, რობენთან დაკავშირებულ ისტორიებს ვკითხულობდით. არიენს კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს და ის მომდევნო სეზონშიც ჩვენთან იქნება. ეს გადაწყვეტილია.

რობენი დიდი ფეხბურთელია, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოგება მის კარიერაში საუკეთესო ეპიზოდად იქცა. “ბაიერნმა” არიენს ამ ტიტულისთვის მადლობა უნდა გადაუხადოს. რობენს, კარიერის განმავლობაში, არაერთი ტრავმა მიუღია, მაგრამ მან დაამტკიცა, რომ ნამდვილი ჩემპიონია.” – ციტირებს ზამერის სიტყვებს De Telegraaf-ი.

შეგახსენებთ, რომ “დორტმუნდთან” გამართულ ფინალში, რომელიც “ბაიერნმა” 2:1 მოიგო, რობენმა ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117933