მიუნხენის “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმა ერთ-ერთი გერმანული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი გუნდში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. შეგახსენებთ, შვაინშტაიგერი ტრავმის შემდეგ ახლახან დაუბრუნდა მოედანს და ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არაა.
“ბასტიანი ფილიპ ლამთან, მანუელ ნოიერთან და დანტესთან ერთად გუნდის ლიდერია. არ აქვს მნიშვნელობა, საუკეთესო ფორმაშია თუ არა. იგი “ბაიერნისთვის” ყოველთვის საჭირო ფეხბურთელია. რაც შეეხება ოპტიმალურ სპორტულ ფორმაში არყოფნას, ამ პრობლემის დაძლევას დაახლოებით ორიდან ოთხ კვირამდე დასჭირდება” – განაცხადა ზამერმა.