ძიუდო

17:24 | 24.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ზაიზენბახერმა თურქული განაცხადი ჩამოწერა

27 მარტს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თურქეთში გაემგზავრება და ქალაქ ანკარაში 6 დღიან შეკრებას გაივლის. ერთობლივ წვრთნებში, ქართველებისა და მასპინძელთა გაფართოებული შემადგენლობების გარდა, მონაწილეობას რამდენიმე ქვეყნის ნაკრებიც მიიღებს. საქართველოს ნაკრების ავსტრიელმა თავკაცმა პიტერ ზაიზენბახერმა, ანკარაში წამსვლელთა 16-კაციანი სია ჩამოწერა, რომელსაც სავარაუდოდ, დღევანდელ საღამოს, ვარჯიშზე გამოაცხადებს.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზაიზენბახერის განაცხადში ამირან პაპინაშვილი და ბეთქილ შუკვანი მოხვდნენ, 66-ში – შალვა ქარდავა და გიორგი შოშიაშვილი, 73-ში – ნუგზარ ტატალაშვილი, ამბაკო ავალიანი და თენგიზ პაპოშვილი, 81-ში – ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური და დავით კარბელაშვილი, 90-ში – ვარლამ ლიპარტელიანი და საბა გავაშელიშვილი, 100-ში – ირაკლი ცირეკიძე, ლევან ჟორჟოლიანი და იოსებ მსხალაძე, ხოლო მძიმე წონაში მხოლოდ ნოდარ მეტრეველი. ქართულ გუნდს თურქეთში პიტერ ზაიზენბახერი და ზურაბ ზვიადაური ავარჯიშებენ.
ანკარადან დაბრუნებული საქართველოს ნაკრები, გაფართოებული შემადგენლობით დუშეთში გააგრძელებს მზადებას. 21-24 აპრილს, სტამბოლში ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი ქართული გუნდის შემადგენლობა კი, სავარაუდოდ, დასკვნით შეკრებაზე გახდება ცნობილი.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094681