ძიუდო

17:31 | 8.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ზაიზენბახერმა მსოფლიოს კანდიდატები ჩამოწერა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების თავკაცმა პეტერ ზაიზენბახერმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც 19 ივნისიდან 23 ივლისამდე იაპონურ შეკრებაზე იახლებს. ავსტრიელმა სპეციალისტმა 16 სპორტსმენის გვარი ჩამოწერა.
“60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, იაპონურ შეკრებებში ამირან პაპინაშვილი და ბეთქილ შუკვანი ჩაერთვებიან, 66 კილოგრამიდან შალვა ქარდავა და დავით ასუმბანი შევარჩიეთ. ეს უკანასკნელი, აქამდე 60-ში გამოდიოდა, მაგრამ წონაში მოიმატა და ერთი წონით მაღლა დაყენება გადავწყვიტეთ. ფიზიკურად ძალიან კარგად გამოიყურება და მაქსიმალურად დავეხმარებით, თავისი შესაძლებლობები 66 კილოგრამშიც გამოავლინოს. 73-ში არჩევანი სამ კანდიდატზე: ნუგზარ ტატალაშვილზე, თენგიზ პაპოშვილსა და ამბაკო ავალიანზე შევაჩერეთ, ასევე, სამი ძიუდოისტი მიგვყავს 81-შიც – ლევან წიკლაური, ავთანდილ ჭრიკიშვილი და გიორგი ბაინდურაშვილი, 90-ში ვარლამ ლიპარტელიანი და ზვიად გოგოჭური ივარჯიშებენ, 100-ში – ლევან ჟორჟოლიანი და ალექსანდრე მსხალაძე, ხოლო მძიმე წონაში – ზვიად ხანჯალიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ზაიზენბახერმა.
ნაკრების თავკაცისვე თქმით, მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაყენებელ შემადგენლობას ძირითადად იაპონიაში ნავარჯიშევი თექვსმეტეულიდან დააკომპლექტებს, თუმც გამონაკლისებსაც არ გამორიცხავს.
საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს პირველობაზე თითო წონაში ორი ძიუდოისტის დაყენების უფლება აქვს. პეტერ ზაიზენბახერს ამ ქვოტის შესახებაც დავეკითხეთ:
“პარიზში 2 შემადგენლობით ჩასვლა ჩემთვის დოგმა არაა. სასიამოვნოა, რომ ზოგიერთ წონაში რამდენიმე ძლიერი კანდიდატია, მაგრამ სხვებთან შედარებით დაბალი კონკურენციაა. იმ წონებში, რომლებშიც მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატების მიღწევის შანსი არ აქვთ, ორი სპორტსმენის დაყენების აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ”, – დასძინა საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა.

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.186613