ფეხბურთი

19:45 | 9.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაჰამ, შესაძლოა, ,,კარდიფს’’ მიაშუროს

“მანჩესტერ იუნაიტედის’’ თავდამსხმელ ვილფრიდ ზაჰას კლუბიდან წასვლა სურს. The Mirror-ის ცნობით, ფეხბურთელი თანახმაა განათხოვრების წესით სხვა კლუბის მაისურა მოირგოს, ვინაიდან ფეხბურთელს დევიდ მოიესი აშკარად არ სწყალობს. გავრცელებული ინფორმაციით ზაჰა ,,კარდიფ სიტის’’ ინტერესთა არეალში მოექცა.

,,კარდიფის’’ მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერს იმედი აქვს, რომ მოხერხდება ზაჰას უელსურ კლუბში ჩარიცხვა, თუმცა ეს ყველაფერი ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული. პორტუგალიელი ნანი ტრავმირებულია და შესაძლოა, ზაჰამ სეზონის მეორე ნახევარიც ,,იუნაიტედში’’ გაატაროს.

ზუსტად ერთი წლის წინათ ზაჰას ტრანსფერში ,,წითელმა ეშმაკებმა’’ 15 მილიონი ფუნტი გაიღეს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მაშინ მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი იყო.

საბოლოოდ გასული სეზონი ზაჰამ ,,კრისტალ პალასის’’ რიგებში ჩაამთავრა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა, თუმცა მოიესის გუნდში მისი კარიერა წარმატებით ვერ წარიმართა.

წარმოშობით კოტ’დივუარელ ფეხბურთელს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების იმედი ჰქონდა, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მისი იმედი ნელ-ნელა ფერმკრთალდება.

ამ სეზონში ზაჰა პრემიერლიგის შეხვედრებში მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა მინდორზე, მისი მოედანზე ყოფნის დრო 30 წუთს შეადგენს.

ზაჰას კარიერაზე იმის თქმა შეიძლება, რომ იგი ,,კრისტალ პალასის’’ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, ხოლო ძირითად გუნდში დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა. ამ კლუბში მის ანგარიშზე 143 მატჩში გაკეთებული 28 საგოლე გადაცემა და 18 გატანილი გოლია.

დიმიტრი შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117792