ფეხბურთი

11:40 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაფხულში მანჯუკიჩი “ბაიერნს” დატოვებს

მიუნხენის “ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტმა, ფრანც ბეკენბაუერმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს, ხორვატ შემტევს, მარიო მანჯუკიჩს, სავარაუდოდ “ბაიერნის” დატოვება მოუწევს.

“მანჯუკიჩს შეუძლია ჩემოდნები ჩაალაგოს, რადგან ზაფხულიდან შეტევაში რობერტ ლევანდოვსკი ითამაშებს, - უთხრა ბეკენბაუერმა ჟურნალ 11 freunde-ს, - გარდა ლევანდოვსკისა, “ბაიერნს” შეტევაში ტომას მიულერი და მარიო გიოტცე ჰყავს, ამიტომ, ვფიქრობ, დროა მანჯუკიჩმა სხვა სამუშაო მოძებნოს.”

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 27 წლის ხორვატმა “ბაიერნის” შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

0.118174