ფეხბურთი

20:48 | 12.09.2014 | ნანახია 4945 - ჯერ

ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი გასახდელში მოხდა

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნული ჩემპიონატი საფეხბურთო კლუბმა “ზესტაფონმა” “სამტრედიასთან” მატჩით განაახლა. საკმაოდ ხანგრძლივი შესვენება, გუნდებმა უკეთ მოსამზადებლად გამოიყენეს. ფეროელებმა სატრანსფერო ფანჯრის დახურვისას კარგი შენაძენი გააკეთეს გიორგი ილურიძის სახით. ქვეყნის ორგზის ჩემპიონებს და თასის მფლობელებს, მეტოქე საკმაოდ სერიოზული ჰყავდათ. ამ მომენტისთვის, “სამტრედია”, შემადგენლობის დაკომპლექტების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური კლუბია საქართველოში.

თამაშის დაწყებამდე, “ზესტაფონის” ფან-კლუბის წარმომადგენლებმა სამახსოვრო პრიზი გადასცეს ჯაბა დვალს, როგორც აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელს კლუბის შემადგენლობაში. ვფიქრობთ, ეს სასიამოვნო წამოწყება სხვა გუნდებსაც გადაედებათ, რაც ფეხბურთელებს მეტ სტიმულს გაუჩენს. პაექრობა მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო. ზესტაფონელები მეტოქეზე მეტად მოძრაობდნენ და მოწინააღმდეგის კარსაც უფრო მეტად უტევდნენ. თავდაპირველად, ფეროელებმა ზედიზედ ორჯერ სტანდარტული შეასრულეს, მაგრამ რაიმე რეალური ხიფათი ვერ შექმნეს. შემდეგ გვალიამ და გაგოშიძემ შორიდან მოჭრილი დარტყმებით ცადეს გატანა, თუმცა სამტრედიელთა კარის დარაჯი ბეგაშვილი, ორივე შემთხვევაში იოლად დაეუფლა ბურთს. სერიოზული შეტევა მე-9 წუთზე შედგა, როდესაც ჭანტურიშვილი-გვალია-დვალის სამსვლიანი კომბინაცია კარში დარტყმით დასრულდა. სამტრედიელთა კარს ჯაბა დვალი დაემუქრა დაახლოებით 15 მეტრიდან, თუმცა დარტყმული ზუსტად იმ ადგილისკენ წავიდა, სადაც ბეგაშვილი იმყოფებოდა და სამტრედიელთა კიპერსაც არ გასჭირვებია სიტუაციის განეიტრალება.

სადებიუტო უპირატესობა ნელ-ნელა გაქრა. მე-10 წუთიდან, სამტრედიელებმა თამაში გაათანაბრეს. 23-ე წუთზე, მათ მთავარ მწვრთნელ გელა სანაიას იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. ტრამვამიღებული გრიგოლ დოლიძის ნაცვლად, მოედაბზე ბიჭიკო გედენიძე გამოვიდა. სტუმრებს სწორედ ამ დროს მიეცათ ყველაზე რეალური შანსი პირველი ტრაიმის განმავლობაში. სამტრედიელებმა ისარგებლეს მოწინააღმდეგის შუახაზელების შეცდომით და სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, რომლის დროსაც, მეკარესთან პირისპირ გორგიაშვილი აღმოჩნდა. ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფი თორნიკე ორ მცველს შორის მოექცა და მისთვის უხერხული მარჯვენა ფეხით ცადა გატანა, მაგრამ დარტყმული არაზუსტი გამოუვიდა. ამის შემდეგ, ზედიზედ ორჯერ, მასპინძლები საჯარიმოს მისადგომებიდან დაემუქრნენ მეტოქის კარს, თუმცა ორივეჯერ უშედეგოდ. პირველად, ლაშა გვალიამ ინდივიდუალური ოსტატობის მაღალი დონე გამოავლინა და დაარტყა, მაგრამ ბურთი ერთ-ერთ სამტრედიელს მოხვდა და სიტუაცია განიმუხტა. მეორედ, ილურიძემ ითამაშა კარგად, რამდენიმე მეურვე ჩამოიშორა, თუმცა მის დარტყმულსაც სამტრედიელები გადაეღობნენ და ზესტაფონელები მხოლოდ კუთხურსღა გამორჩნენ.

შეხვედრის 35-ე წუთზე, სტუმრებმა ზესტაფონელთა წამიერი მოდუნებით ისარგებლეს და ეფექტური გოლი გაიტანეს. საგოლე კომბინაცია შეტევის მარცხენა ფლანგიდან კვირკველიამ წამოიწყო, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებთან მყოფ ქანთარიას უპასა. თავის მხრივ, სამტრედიელთა ფორვარდმა მკერდით ბურთი კარგ დასარტყმელ პოზიციაზე მყოფ გიორგი დათუნაიშვილს დაუგდო, რომელმაც ძლიერი და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. “ზესტაფონის” სერბი კიპერის, ბოიან პავლოვიჩის ნახტომი ამაო გამოდგა – 0:1. ანგარიშში ჩამორჩენამ მასპინლები გააქტიურა, თუმცა ტაიმის ბოლომდე რაიმე ღირებულის შექმნა მოწინააღმდეგის კართან, მათ ვერ მოახერხეს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მასპინძლები არბიტრისაგან პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა არბიტრის პოზიცია მათგან განსხვავებული იყო.

მეორე ტაიმი “ზესტაფონმა” კაცნაკლულად დაიწყო. მოედანზე არ გამოსულა ჯაბა დვალი, რომელიც, როგორც გაირკვა, შესვენებაზე არბიტრ ხორავას გაუძევებია. მიზეზი, სავარაუდოდ, სიტყვიერი შეურაცყოფა გახლდათ. შექმნილი მდგომარეობა ზესტაფონელთა წისქვილზე არ ასხამდა წყალს, თუმცა მათ მოტივაცია არ დაუკარგავთ და მეტი შემართებით შეუტიეს მეტოქის კარს. განახლებისთანავე, ძალზე დასამახსოვრებელი გახლდათ ჭანტურიშვილის დარტყმა, რომლის შედეგადაც, ბურთმა რამდენიმე სანტიმეტრით ჩაუქროლა სამტრედიელთა კარის ძელს. ზესტაფონელთა შეტევები კარგ საშუალებას აძლევდა სამტრედიელებს სწრაფი კონტრიერიშები განეხორციელებინათ. ზედიზედ ორჯერ, ამ სათამაშო კომპონენტში გაბედავა მონაწილეობდა აქტიურად, თუმცა საქმე საბოლოო დარტყმამდე სამტრედიელებმა ვერ მიიყვანეს.

“ზესტაფონის” დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ შეცვლებს მიმართა და თამაშში სხვადასხვა დროს ჭანკოტაძე, კაპანაძე და ენდელაძე ჩართო, რომლებმაც მასპინძელთა იერშები კიდევ უფრო გაამძაფრეს. 65-ე წუთზე, სტუმრებს გატანის კარგი შანსი მიეცათ, როდესაც გედენიძე აღმოჩნდა პავლოვიჩთან პირისპირ. სამტრედიელთა სწრაფმა გარემარბმა ბურთი ბალკანელს თავზე გადაუგდო, თუმცა ზესტაფონელები ამ მომენტში ძელმა გადაარჩინა, რომლისგან ასხლეტილს, პავლოვიჩი იოლად დაეუფლა. ამის შემდეგ, ზედზედ ორჯერ, მასპინძლებს მართებდათ გატანა, თუმცა იღბალმა და ხარიხამ მათ ამის გაკეთების საშუალება არ მისცათ. 67-ე წუთზე, გაგოშიძის მიერ მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი სარდალიშვილმა მიიღო, რომელსაც დერეფანი კარგად გაუთავისუფლა კაპანაძემ. ზესტაფონელთა გარემარბის ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმული ხარიხამ აისხლიტა.

დროის გასვლასთან ერთად, მოედანზე დაძაბულობა მატულობდა. 72-ე წუთზე ურთიერშელაპარაკება მოხდა დათუნაიშვილს და თედორე გრიგალაშვილს შორის, რომლის შედეგადაც, ორივე ფეხბურთელმა არბიტრისაგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა. 73-ე წუთზე, გიორგი ჭანკოტაძემ ითამაშა დიდებულად, როდესაც მეურვე იოლად ჩამოიშორა და დაახლოებით 25 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა. ბეგაშვილმა დარტყმულზე რეაგირება მოასწრო, ბურთს ხელით შეეხო, შემდეგ კი ხარიხას მოხვდა და კუთხურზე გადავარდა. ასეთი უიღბლობის მიუხედავად, მასპინძლებს აქტიურობა არ შეუწყვეტავთ, თუმცა რეალური მომენტების შექმნა ძალიან უჭირდათ. სამტრედიელები მაქსიმალურად ფრთხილად თამაშობდნენ დაცვაში და კონტრშეტევებზეც გადადიოდნენ, რომელთაგან გამოსარჩევი ის მომენტი გახლდათ, რომელიც გაბედავას დარტყმით დასრულდა მახვილი კუთხიდან. ამ შემთხვევაში, პავლოვიჩს სწორი პოზიცია ჰქონდა დაკავებული და ბურთის აღება არ გაჭირვებია.

მატჩის ეპილოგში, მასპინძლებმა მეტოქის კარზე შტურმის მოწყობა ცადეს. გარკვეულწილად, ეს გამოუვიდათ კიდეც, მაგრამ სამტრედიელთა მასირებული დაცვის გადალახვა ვერ შეძლეს. სტუმრებმა ორგანიზებულად შეძლეს საკუთარი კარის უსაფრთხოება და მნიშვნელოვანი საგარეო გამარჯვების მოპოვება.

აქვე ერთიც უნდა დავამატოთ, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში, სამტრედიელთა კაპიტანს მელქაძეს, რამდენიმეჯერ მოუწია მაისურის გამოცვლა. მიზეზი იყო ის, რომ ნომერი რომელიც მაისურზეა მიმაგრებული, არ ჩერდებოდა. ბოლოს მას მოუწია ისეთი მაისურის ჩაცმა, რომელზეც ის ნომერი იყო გამოსახული, რომელიც განაცხადში არ იყო შეტანილი. ამ ფაქტის შესახებ ზესტაფონელთა წარმომადგენელმა მსაჯებს სთხოვა მატჩის ოქმში დაეფიქსირებინათ ეს პრეცედენტი.

გელა სანაია (“სამტრედია”) – “კარგი თამაში გამოვიდა. მთავარ მიზანს მივაღწიეთ, ჩვენ აქ ქულების ასაღებად ჩამოვედით და ისე მოხდა ძლიერ გუნდთან სამი ქულის მოპოვება შევძელით. შედეგით კმაყოფილი ვარ, თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებს”.

გურამ ასპინძელაშვილი (“ზესტაფონ”) –“მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისათვის. მიუხედვად იმისა, რომ კაცნაკლული დავრჩით მაინც ვუტევდით. სამწუხაროდ, ჩვენი შანსები გავანიავეთ, მეტოქემ კი გამოყენება შეძლო”.

 

ზესტაფონი – სამტრედია  0:1 (0:1)

12 სექტემბერი. 18:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.  2500 მაყურებელი

ზესტაფონი: პავლოვიჩი, გაგოშიძე, თედორე გრიგალაშვილი, რენე ფერეირა, თორნიკე გრიგალაშვილი, გვალია (ჭანკოტაძე, 59), სარდალიშვილი, ჭანტურიშვილი, შარიქაძე (ენდელაძე, 68), ილურიძე (კაპანაძე, 66), დვალი.

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე 

სამტრედია: ბეგაშვილი, ბეჭვაია, თომაშვილი, კაკუბავა, კვირკველია, გორგიაშვილი (კერძევაძე, 63), დათუნაიშვილი (ქებაძე, 76), დოლიძე (გედენიძე, 23), მელქაძე, გაბედავა, ქანთარია.

მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია

გოლები: 0:1 დათუნაიშვილი (35)

გაფრთხილება: გაბედავა (42), დათუნაიშვილი (73), თედორე გრიგალაშვილი (73), კაკუბავა (81), ჭანტურიშვილი (90+4)

გაძევება: ჯაბა დვალი (შესვენებაზე)

არბიტრი: ჯენერი ხორავა (ხობი)

 

შუქურა (ქობულეთი) – სიონი (ბოლნისი)  1:1 (1:1)

გოლები1:0 გიორგი ჩელებაძე (2), 1:1 ჯაბა უგულავა (13)

 

მერანი (მარტვილი) – ზუგდიდი 0:0

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დინამო (ბათუმი) 2:0 (2:0)

გოლები1:0 კახაბერ კახაბრიშვილი (19), 2:0 გიორგი კალანდია (22)

 

სპარტაკი (ცხინვალი) – ტორპედო (ქუთაისი) 0:0

 

11 სექტემბერს

კოლხეთი (ფოთი) – ჩიხურა (საჩხერე) 1:0 (0:0)

გოლიშოთა ჯიქია (84) 

 

დილა (გორი) – გურია (ლანჩხუთი) 2:0 (0:0)

გოლები1:0 ნიკოლოზ კვეკვესკირი (85), 2:0 ირაკლი მოდებაძე (90, პენალტით)

 

მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი) 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 გიორგი ქავთარაძე (29), 2:0 გიორგი ჯოხაძე (45), 3:0 ირაკლი სიხარულიძე (52)

 

1.        დინამო (თბ)                                         4                 3             0             1             6:5            9
2. მეტალურგი 4 2 2 0 5:1 8
3. დილა                   4 2 1 1 4:1 7
4. სამტრედია 4 2 1 1 4:4 7
5. სპარტაკი 4 2 1 1 2:2 7
6. ვიტ ჯორჯია 4 2 0 2 4:2 6
7. შუქურა  4 1 3 0 4:3 6
8. დინამო (ბთ) 4 2 0 2 3:4 6
9. ტორპედო            4 1 2 1 4:3 5
10. სიონი                 4 1 2 1 4:4 5
11. ჩიხურა  4 1 1 2 3:4 4
12. მერანი              4 1 1 2 3:4 4
13. კოლხეთი            4 1 1 2 2:5 4
14. ზესტაფონი          4 1 0 3 9:6 3
15. ზუგდიდი             4 0 3 1 2:3 3
16. გურია                 4 0 2 2 0:8 2

 

 

 

 

 

 

 

 

მეგოლეები:

3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), გიორგი ჩელებაძე (შუქურა)

2 - მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ჩისკო მუნიოსი, გიორგი პაპუნაშვილი, ირაკლი ძარია (დინამო თბილისი), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), საბა ლომია (ზუგდიდი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი მოდებაძე (დილა), ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი)

 

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების  რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.


კომენტარები (19)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:36 | 13.09.2014
D.rose (1898)

მოედანზე დაუჭამიათ ერთმანეთი, დაუღუნიათ შტანგები და ყველაზე მნიშვნელოვანი გასახდელში მოხდაო სტატიას აწერია )

11:05 | 13.09.2014
vuchinich (83)

Amdenxans goris da merabishvilis zarebis gveshinoda, dges kaladze da samtrediaa. Migit:::yant fexburti

01:57 | 13.09.2014
El Fenomeno (2082)

დინამო ბთ მე-7 ზე გადაიყვანეთ ცხრილში, ჯერ მოგებაზეა შემდეგ ბურთებზე

01:37 | 13.09.2014
beqa1623 (194)

ყველაფერი კაი მარა ამ ფორმებს რა ემართებოდა ეტყობა სადღაც საწყობში ნესტში ეყარა და იქედან ამოიღეს

10:25 | 13.09.2014
giorgi0311 (414)

სკოჩიტ დაწებებული ნომრიტ რო გამოვა მოედანზე ფეხბურთელი უკვე სირცხვილია რაა შე კაი ადამიანო წესიერად დააწერეთ რა გემართებათ ქაღალდის ნომრები იყო მიწებებული მაისურებზე ალბათ თამაშის ბოლოს ან ნომერი არ ქონდა ან გვარი აღარ ეწერა..... ისე კი ეგ ყველაფერი ზუსტად ასახავს ქართულ ფეხბურთში არსებულ რეალობას!!!!!!!!!!!!!1

00:37 | 13.09.2014
samtrediel (8001)

გუნდს უჭირდა და კალაძეს აგინებდნენ: თავისი რაიონია და როგორ არაფერს აკეთებს კლუბისთვისო. ეხლა დაეხმარა, პირობები შექმნა ფეხბურთელებისთის, გუნდი ფეხზე დააყენა და მაინც მაგაზე ტეხენ ჯოხს, თამაშებს აწყობსო. ბედის ირონია არ არის ეხლა ეს?

02:26 | 13.09.2014
დიტო (14812)

ხალხმა ოღონდ ვინმე გააკრიტიკონ მეტი არ უნდათ არაფერი გინდ კარგს აკეთებდეს გინდ ცუდს

01:29 | 13.09.2014
flyingdutchman (878)

Eგ ქართული რეალობაა

00:26 | 13.09.2014
BEERTRANCE (97819)

დოღი ლიგა იბიომატობის გარეშე წარმოუდგენელია

23:59 | 12.09.2014
Irakli Pirvelashvili (604)

ეესაა 16 გუნდიანი ჩემპიონატი ერთი და იგივე ფეხბურთელები დადიან აქეთ იქით გუნდებში, და ამით რAMEს მივახწევთ სუსტდება სხვა გუნდები არ მოდიან ახალგაზრდები, ხორავას დედაც კიდე პენალი დასადები იყო მაგრამ მერე კალაძესთAნ მოუწევდა ახსნა განმარტებაააა, გავარტყი ასეთ ჩემპიონატსს, კოკაია კარგი ქნამაყუთს რო არ ხარჯავს იცის რო სამეული უკვე გაყიდულიაააა

00:31 | 13.09.2014
samtrediel (8001)

პენალტზე ვერ დაგეთანხმები. კალაძე რა შუაშია ეხლა აქ? მართალია, სამტრედიამ ვერ ითამაშა დღეს შთამბეჭდავად, თამაშის ხარისხი არც მე მომეწონა, მაგრამ იმას მაინც ნურავინ დაუკარგავს რაც დაიმსახურა. ზესტაფონი უფრო კარგად კომბინირებდა და ლაღად თამაშობდა, მაგრამ ფაქტია რომ მომენტები არც მათ ქონდათ ბევრი. რადგან ფეხბურთელები გადავიყვანეთ და ძლივს გუნდი გაკეთდა ამ რაიონში, ეხლა ყველამ თამაშების ჩაწყობა უნდა გვაბრალოს? ფული თავისით არ მოდის გუნდში, ვიღაცამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს ეს საქმე. ჰოდა იკისრა ამ კაცმა და ვაგინოთ მადლობის მაგიერ?

23:47 | 12.09.2014
samtrediel (8001)

სანაიას მწვრთნელობას რაც შეეხაბა ჯერ არაფერი დაუმტკიცებია საამისოდ რომ მაგარია. ნორმალური ახალგაზრდა სპეციალისტის რეპუტაციით სარგებლობს ჯერჯერობით, მაგრამ მე მაინც არ მწამს მისი აშენებული გუნდის. არმგონია ისეთი გუნდის გაკეთება შეძლოს,რომ ევროტურნირებზეც წარმატებას მიაღწიოს. პ.ს. ერთი პატარა ჩავარდნა და მაგას გუნდიდან გაუშვებენ. ჩემის სიტყვა დაიმახსოვრეთ. მაგრამ ვინც უნდა მოიყვანონ არც ის არ არის გამოცდილი.

23:56 | 12.09.2014
დიტო (14812)

მართალი ხარ

21:39 | 12.09.2014
Kalatburtis MUUUUU (5312)

რა დოდო საიტებია რა ერთი ვერ ვნახე სიონის შემადგენლობა რა ეყენაა

21:43 | 12.09.2014
arturi-baierni (24493)

დაიდება სიონზე სტატია და შემადგენლობაც იქნება იქ

21:36 | 12.09.2014
Kalatburtis MUUUUU (5312)

მინდოდა მოეგო სიონს მარა შუქურამ კარგი გუნდი დააყენა გააჯ12ვას ამ ბურდულმა რა არაფერი არ იცის ვინ არ უნდა მოიყვანონ გუნდში მაინც დოდოა სირაძზე ხიზანა მეორე ხიზანა კვარაცხელია ისიანი და მაიცნ არაფრის აზრზე არააა ისე სამტრედიასაც არ აწყენდა კარგი მწვრთნელი არამგონაი სანაია დიდი ვინმე იყიოს

21:49 | 12.09.2014
დიტო (14812)

ძაან კარგი მწვრთნელია სანაია

21:40 | 12.09.2014
arturi-baierni (24493)

სანაია ძალიან კარგი მწვრთნელია საქრთველოს პირობებზე მითუმეტეს.......აპა სხვა ვინ გეგულება მასზე უკეთესი აქ ..........ისე ამბობ სამტრედიასო თითქოს ვიღაც გრანდზე საუბრობდე და მწვრთნელი არ შეეფერებოდეს

21:55 | 12.09.2014
Kalatburtis MUUUUU (5312)

გრანდი არაა მარა აკრგი გუნდია წელს იმდენიო კარგი იგროკი დაიმატეს ასე გმონია ჩემპიონობა უნდათ და მერე ლიგაზე გავსლა და თუ უნდათ ჭირდებათ გამოცდილი მწვრთნელი

21:59 | 12.09.2014
arturi-baierni (24493)

მაგალითად ვინ

21:30 | 12.09.2014
leo-dzia (5520)

ცხრილი რა საინტერესოდ დალაგდააა

21:36 | 12.09.2014
arturi-baierni (24493)

1 ქულიანი გუნდი აკლია D

21:37 | 12.09.2014
Kalatburtis MUUUUU (5312)

ისეთი დონე გვაქ 1 ქულა ტეხავს ეხლა ვინემ სქონდე სDDDD

21:21 | 12.09.2014
dattt (561)

მაინც ვერ მივხვდი რა მოხდა გასახდელში

00:25 | 13.09.2014
BEERTRANCE (97819)

იბიომატობა იყო

21:39 | 12.09.2014
Kalatburtis MUUUUU (5312)

მსაჯი მო12ტყნა დვალმა DDDD

21:25 | 12.09.2014
arturi-baierni (24493)

კაროჩე ამ საღამოს რას აკეთებო და იმან შიგ ხომ არ გაქვსო DD

21:23 | 12.09.2014
დიტო (14812)

დვალმა აგინა სუდიას

21:21 | 12.09.2014
დიტო (14812)

ოთხშაბათსაც უნდა მოვიგოოთ

21:29 | 12.09.2014
arturi-baierni (24493)

ვისთან გაქვთ

21:33 | 12.09.2014
დიტო (14812)

სპარტაკთან

21:37 | 12.09.2014
arturi-baierni (24493)

ჩათვალე მოგებული გაქვთ

21:18 | 12.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

შუქურას წაგება არაა აქვს..ყოჩაღ.

21:14 | 12.09.2014
Shevche (15054)

დვალმა შესვენებაზე მსაჯს აგინაო და თუ მართლა მასეა, იმედია, მხოლოდ წითელი ბარათით არ ამოიწურება. რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაცია, აუცილებლად.

21:08 | 12.09.2014
samartali+ (969)

დინამოსთანაც და დღევანდელ თამაშშიც მსაჯმა გადაწყვიტა თამაშის ბედი. არამგონია ეს შემთხვევით ხდებოდეს. სამტრედიას ვულოცავ, იბრძოლეს და მოიგეს.

21:08 | 12.09.2014
arturi-baierni (24493)

კარგი გამარჯვება მოიპო სამტრედიამ ნელნელა ეს გუნდი ფორმაში შედის და საპრიზო ადგილებზეც იბრძოლებს

21:03 | 12.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

მინდორზე კი არა ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი გასახდელში. D

21:04 | 12.09.2014
დიტო (14812)

იმენა გასახდელშიDDDDDDD

20:59 | 12.09.2014
დიტო (14812)

კარგია მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ კარგები ხართ ბიჭებო

0.381185