ჭიდაობა

14:10 | 9.09.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ყველაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ჯუმბერ ყველაშვილმა (74 კგ) უზბეკეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში იაპონელ სოსუკე ტაკატანისთან დაძაბულ ბრძოლაში 1:3 წააგო და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო.

აზიელთან დაჭიდებამდე ყველაშვილმა თურქი სონერ დემიტრაში (4:3), ყაზახი გალიმჟან უსერბაიევი (5:1) და აზერბაიჯანელი აშრაფ ალიევი (9:5) დაამარცხა. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი სოსუკე ტაკატანის მიერ ძირითად ბადეში ძლეულ რომელიმე მოჭიდავეს დაუპირისპირდება. აი ისინიც: რამაზან კამბაროვი (თურქმენეთი), ლივან ლოპესი (კუბა), მურად გაიდაროვი (ბელარუსი).

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 17 საათიდან დაიწყება. 

0.059356