კალათბურთი

21:07 | 26.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყველაშვილი გრიპის ვირუსის გამო ვერ ვარჯიშობს

 

სუპერლიგის მრავალგზის ჩემპიონი, “რუსთავის” ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი ყველაშვილი (9.11.81, 204სმ) გრიპის ვირუსის გამო ვერ ვარჯიშობს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “რუსთავის” პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია ჯიოშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ყველაშვილი “რუსთავს” გრიპის ვირუსის გამო მიხეილ ქორქია-ზურაბ საკანდელიძის მემორიალის ბოლო მატჩებში ვერ დაეხმარა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამჟამადაც ვერ ვარჯიშობს.

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ, “რუსთავი” 9 გუნდს შორის მე-7 ადგილზე იმყოფება, ხოლო ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე 6-ს შორის მე-4 ადგილი დაიკავა.

 

 

0.117559