კალათბურთი

12:55 | 12.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ?

“მეფე ლებრონმა” ტეხასური ფიასკო საკუთარ თავზე აიღო

სან ანტონიო სპერზთან” კატასტროფულ მატჩში “მაიამი ჰითის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა თამაში -32-ქულიანი მაჩვენებლით დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ “მეფე ლებრონის” მოედანზე ყოფნის პერიოდში ფლორიდელებმა ტეხასელებზე 32 ქულით ნაკლები ჩააგდეს.

ცნობისთვის, აღნიშნული ჯეიმსის პროფესიულ კარიერაში უარესი მაჩვენებელია. აქამდე, მას ორ შემთხვევაში -30-ქულიანი მატჩები ჰქონდა.

შემთხვევითი არ ყოფილა, რომ შეხვედრის შემდეგ, რომელშიც ლებრონმა თამაშიდან 21-და მხოლოდ 7 ტყორცნა გამოიყენა, მარცხის მიზეზად საკუთარი უნიათო ასპარეზობა მიიჩნია.

“უკეთ თამაში მმართებს. იმ დონით, რაც დღეს ვაჩვენე, სერიოზულ წარმატებაზე ვერ ვიფიქრებთ. როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში მოსამატებელი მაქვს. თანაგუნდელები ჩინებულად მოქმედებენ, მაგრამ მე საკუთარ მოვალეობებს ვერ ვუმკლავდები. თუკი უკეთ გავირჯები, გუნდიც კარგად ათამაშდება. საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული და უკან დახევის დრო აღარ არის”.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მე-3 მატჩში “ჰითი” “სპერზთან” გასვლით მატჩში 36 ქულის სხვაობით – 77:113 განადგურდა და 1:2 ჩამორჩა. 14 ივნისს გამთენიისას, გუნდები მორიგ მატჩს ისევ სან ანტონიოში ჩაატარებენ.

0.103398