ფეხბურთი

21:55 | 12.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა

ხანგრძლივმა წვიმამ ბოლნისის “თამაზ სტეფანიას” სტადიონის მინდვრის საფარი ერთობ მძიმე გახადა, ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და ფეხბურთელებს თამაში უჭირდათ, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულისთვის წვიმამ გადაიღო და ცოტა ხანში მინდორიც უფრო ვარგისი გახდა.

მასპინძლებმა ანგარიში მალევე გახსნეს. მე-7 წუთზე სტუმრებმა საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს თამაშის წესი დაარღვიეს და ბოლნისელთა კაპიტანმა დავით სვანიძემ დაბალ კუთხეში გაიტანა. “სიონი” თითქოს უფრო მონდომებული ჩანდა, მეტს უტევდა, მაგრამ რუსთაველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ აბსოლუტური უმოტივაციობის მიუხედავად, მეტოქეს ტოლს არ უდებდნენ და მოედნის ყოველ მონაკვეთზე ებრძოდნენ.

მეორე ტაიმში რუსთაველებმა გაათანაბრეს კიდეც ანგარიში. სწრაფი კონტრშეტევისას გეწაძემ მეკარისგან მარცხენა კუთხეში ტექნიკური დარტყმით შეაგდო.

ამის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, მასპინძლებს ფრე ხელს არ აძლევდა და დაწოლა გააძლიერეს, მაგრამ რუსთაველებიც ყოჩაღად გამოიყურებოდნენ. თუმცა დამთავრებამდე 13 წუთით ადრე უმცირესობაში დარჩნენ. ერთი წუთის განმავლობაში მსაჯმა გოგი ფიფია ჯერ უხეშობისთვის “გააყვითლა” და მაშინვე შელაპარაკებისთვის გააძევა კიდეც. ბოლნისელთა დამრიგებელმა არმაზ ჯელაძემ ზედიზედ 3 ფეხბურთელი შეცვალა, რომელთაგანაც ლადო ახალაიამ ყველაზე მეტად გაუმართლა. სწორედ ლადომ გაიტანა დამთავრებამდე 4 წუთით ადრე და ბოლნისელებმა გაიხარეს, მაგრამ ასევე შეცვლაზე შესულმა ლობჟანიძემ მსაჯის პირველ წამატებულ წუთზე გაათანაბრა.  “თამაზ სტეფანიაზე” შეკრებილმა ქომაგებმა უმალ ტელეფონები მოიმარჯვეს და როცა შეიტყვეს, რომ მატჩი ქობულეთშიც ფრედ დამთავრდა, შვებით ამოისუნთქეს.

ახლა ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა. “სიონი” 2 ქულით უსწრებს ბათუმის “დინამოს”.

სიონი (ბოლნისი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:2 (1:0)

12 მაისი. ბოლნისი. “თამაზ სტეფანია.”

სიონი: მერლანი, ელიავა, სვანიძე, ქემოკლიძე, ფოფხაძე, ჰაიდუჩეკი, ნემსაძე, ცხადაია (მანწკავა 68), ლექვთაძე (ბიბილეიშვილი 69), მიკუჩაძე, უგულავა (ახალაია 65)

მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

მეტალურგი: ბედიაშვილი, ქავთარაძე, მახვილაძე, სიხარულიძე, ფიფია, ინწკირველი, რაზმაძე, ჯაფარიძე, გეწაძე, სუხიაშვილი, საჯაია (ლობჟანიძე 89)

მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

გოლი: 1:0 სვანიძე (7), 1:1 გეწაძე (60), 2:1 ახალაია (86), 2:2 ლობჟანიძე (90+1)

გაფრთხილება: გეწაძე (40), რაზმაძე (43), ფიფია (77); ქემოკლიძე (51)

გაძევება: ფიფია (77)

მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი

 

I-VI ადგილებისთვის

ჩიხურა (საჩხერე) – დინამო (თბილისი) 2:4 (1:3)

გოლი: 1:0 ბესიკ დეკანოიძე (26), 1:1 პეტერ გრაიციარი (38), 1:2 ჩისკო (43), 1:3 გიორგი მერებაშვილი (45), 1:4 კოტო (57), 2:4 ედიკ საჯაია (85)

 

ზესტაფონი – ზუგდიდი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0, 2:0 თორნიკე გორგიაშვილი (29, 71)

 

ტორპედო (ქუთაისი) – დილა (გორი) 5:4 (2:3)

გოლები: 1:0 გიორგი კუხიანიძე (პენ, 13), 2:0 გიორგი ფანცულაია (18), 2:1 ლაშა გვალია (29), 2:2 გიორგი აბურჯანია (34), 2:3 ბაჩანა არაბული (40), 3:3 გრიგოლ დოლიძე (54), 3:4 ბაჩანა არაბული (60), 4:4 გრიგოლ დოლიძე (71), 5:4 გიორგი ფანცულაია (81)

 

1. დინამო (თბილისი) 31 23 6 2 82:22 75
2. დილა (გორი) 
31 21 2 8 56:26 65
3. ტორპედო (ქუთაისი) 31 18 7 6 53:29 61
4. ჩიხურა (საჩხერე) 31 17 6 8 49:34 57
5. ზესტაფონი 31 12 6 13 34:32 42
6. ზუგდიდი 
31 10 6 15 30:48 36

VII-XII ადგილებისთვის

სიონი (ბოლნისი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:2 (1:0)

გოლი: 1:0 დავით სვანიძე (7), 1:1 რევაზ გეწაძე (60), 2:1 ლადო ახალაია (86), 2:2 ზვიად ლობჟანიძე (90+1)

 

დინამო (ბათუმი) – კოლხეთი (ფოთი) 2:2 (1:1)

გოლი: 1:0 ბესიკ ჩიმაკაძე (29), 1:1 შალვა კვანტალიანი (40), 2:1 ბესიკ ჩიმაკაძე (59), 2:2 შალვა კვანტალიანი (68)

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მერანი (მარტვილი) 0:0

 

1. მეტალურგი (რუსთავი) 31 12 8 11 29:34 44
2. მერანი (მარტვილი) 
31 10 4 17 30:49 34
3. ვიტ ჯორჯია (თბილისი) 31 8 9 14 25:40 33
4. სიონი (ბოლნისი) 31 7 9 15 29:50 30
5. დინამო (ბათუმი) 31 7 7 17 38:55 28
6. კოლხეთი (ფოთი) 31 2 8 21 20:56 14

 

 

მეგოლეები:

 22 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)

 19 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)

 16 - საბა ლომია (1, “მერანი”)

 14 – ალვარო (“დინამო” თბილისი)

 12 - ბესიკ ჩიმაკაძე (1, “დინამო” ბათუმი)    

 11 - ირაკლი მოდებაძე (3, “დილა”)

 10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)

 9 - ლევან ხმალაძე (“დინამო”), გიორგი ბერიაშვილი (“ტორპედო”)

 8 - დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”)

 7 - ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი მერებაშვილი (ორივე -“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე, ნიკო კვასხვაძე (ორივე -“ჩიხურა”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი კუხიანიძე (4, “ტორპედო”)    

 6 – ელგუჯა გრიგალაშვილი (“ტორპედო”), მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), ბესიკ დეკანოიძე ("ჩიხურა"), რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის)

 5 - რომან ახალკაცი (“მეტალურგი”), ნათან ჟუნიორი, ბაჩანა არაბული  (ორივე - “დილა”), სანდრო გურული (1, “დინამო” ბათუმი), შალვა კვანტალიანი (“კოლხეთი”)        

 4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი, გრიგოლ დოლიძე  (ორივე - “ტორპედო”), ნიკა დიასამიძე, აკაკი მიკუჩაძე (3, “სიონი”), ელგუჯა ლობჟანიძე (“ვიტ ჯორჯია”), რევაზ გოცირიძე (“ჩიხურა”)

 3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი, ზვიად სიხარულია (ყველა - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი, ლაშა გვალია (ყველა - “დილა”), გიორგი ონიანი, ბექა ტუღუში, გიორგი ფანცულაია  (ყველა - “ტორპედო”), თორნიკე ბერიძე, ამირან მუჯირი (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი (“კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (ორივე - “ჩიხურა”), ირაკლი კლიმიაშვილი, დავით სვანიძე,  (ორივე - “სიონი”)

 2 – პეტერ გრაიციარი (“დინამო” თბილისი), ლევან კუტალია (1), ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი, ბოტი გოა დემელი (ყველა – “ზესტაფონი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე, ვალერი იობაშვილი, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე, გოგი ფიფია, რევაზ გეწაძე, ზურაბ მენთეშაშვილი (ყველა - “მეტალურგი”), მიხეილ გორელიშვილი, დათო კვირკველია (1) (ყველა - “დილა”), პაატა ცხვიტარია, გიორგი ბუხაიძე (1), ომარ გოგონაია (ყველა - “კოლხეთი”), ლაშა შერგელაშვილი (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე, გიგა ჟვანია (ყველა - “დინამო” ბათუმი), ლაშა გაბრიჩიძე, გურამ ადამაძე, გიორგი ვასაძე, გიორგი ჯანელიძე, ლევან კუხალეიშვილი, ირაკლი ღიბრაძე  (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), ზვიად ლობჟანიძე (“მეტალურგი”), ვლადიმერ უგრეხელიძე, გიორგი მანწკავა (ყველა - “სიონი”), ლაშა ჩიკვაიძე (“ჩიხურა”),  მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)

 1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, დათა სიჭინავა, პაპუნა ფონიავა (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი, გიორგი გველესიანი, კარლეს კოტო (ყველა – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე, გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, ვილი ისიანი, დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია, ლადო ახალაია, (ყველა - “სიონი”), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე, გიორგი რეხვიაშვილი (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ოთარ ჯავაშვილი (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე, ვალერი კაციტაძე, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია, გიორგი ილურიძე, გიორგი აბურჯანია (ყველა - “დილა”), ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა, ვიტორ როსინი (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია, ალექსანდრე კოშკაძე, ვაჟა ქორიძე (ყველა - “დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” Aაზერბაიჯანი), ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), გიორგი ქუცურუა, გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, გიორგი ჭედია (ყველა – უგუნდოდ)

 ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი,  გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

 ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

 -ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

 -ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

 -ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

 -ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

 -თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

0.115961