საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა, რის შემდეგაც ყველა მერვედფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი.
მაშ ასე, პლეი-ოფში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
6 სექტემბერი
ესპანეთი – სენეგალი
ხორვატია – საფრანგეთი
აშშ – მექსიკა
7 სექტემბერი
საბერძნეთი – სერბეთი
ბრაზილია –
ლიტვა – ახალი ზელანდია
თურქეთი – ავსტრალია
უკანასკნელი ტურში უცნაური ამბავი შეემთხვა სლოვენიის ნაკრებს, რომელიც ლიტვას დამაჯერებლად უგებდა, თუმცა, ბოლო მეოთხედში 2 (!) ქულა ჩააგდო და 64:67 დამარცხდა. შედეგად, ის გამოვიდა, რომ სლოვენიელებმა პირველობა სწორედ ბალტიისპირელებს გადააბარეს და მართალია, მერვედფინალში დომინიკელებს ალბათ მოუგებენ, შემდეგ ბრძოლა აშშ-სთან მოუწევთ. აღნიშნულ მატჩში სლოვენიელმა ლორბეკმა 14 ქულა ჩააგდო, ლიტველთაგან საუკეთესო ვალანჩიუნასს კი მხოლოდ 12 ქულა ჰქონდა.
ამერიკელთა დარად, ჯგუფური ეტაპი 5-5 მოგებით დაასრულეს ესპანეთის და საბერძნეთის ნაკრებებმა. ტურნირის მასპინძლებმა სერბებიც განსაკუთრებული პრობლემების გარეშე (89:73) დაამარცხეს, რაშიც ლომის წვლილი (20 ქულა) პაუ გასოლმა დაიდო. რაც შეეხებათ ბერძნებს, მათ არგენტინის ეროვნულ გუნდს 79:71 სძლიეს. ელადელთა ცენტრმა ბურუსისმა ორმაგი დუბლი (16 ქულა, 15 მოხსნა) შეასრულა, უბერებელი არგენტინელის – ლუის სკოლას მონაგარი კი 17 ქულა იყო.
სამწუხარო იყო მერვედფინალს მიღმა უკრაინის სიმპათიური ნაკრების დარჩენა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თურქებმა დომინიკელებს 77:64 სძლიეს და პლეი-ოფში ორივე ამ გუნდმა გააღწია. საინტერესოა, რომ უკრაინას, ახალ ზელანდიას და დომინიკის რესპუბლიკას 2-2 მოგება მოუგროვდათ და სლავებს ურთიერთშეხვედრებში ერთადერთი ქულა დააკლდათ.
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. A ჯგუფი.
სერბეთი – ესპანეთი 73:89 (20:34, 15:20, 21:17, 17:18)
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. B ჯგუფი. სევილია
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. C ჯგუფი.
თურქეთი – დომინიკის რესპუბლიკა 77:64 (14:13, 27:10, 19:18, 17:23)
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. D ჯგუფი. გრან კანარია
ლიტვა –