ბოლნისის “ყოჩებმა” საქართველოს ჩემპიონ თბილისის “ლელოსთან” დასკვნით 10 წუთში წარმოუდგენელი შეძლო, სამი ლელოს გატანით 17-ქულიანი დეფიციტი აღმოფხვრა, 29:27 იმარჯვა და ნამატჩევს მივიწყებული “სარბიელის” სინი შემართა.
ეს თამაში ბოლნისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ წვიმამ გეგმები შეცვალა და ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრას “ავჭალამ” უმასპინძლა. ამან მნიშვნელოვან ჯახს მაყურებელი მოაკლო, მაგრამ ვინც ცივი ამინდის მიუხედავად სტადიონზე მაინც მივიდა, უშეღავათო ბრძოლა იხილა. “ყოჩები” საპლეიოფო ექვსეულს რომ დაშორდა უცილობლად გამარჯვება ესაჭიროებოდა და ამ ფაქტს კლუბის ხელმძღვანელობამ დამატებითი ინტრიგა შემატა - “ლელო” მივიწყებულ “სარბიელის” სინზე გამოიწვია.
თბილისელებს ჩემპიონატის სტარტზე, პირველ ტურში განცდილი მარცხისთვის რევანში წყუროდათ და თამაშიც ისე დაიწყო, რომ საამისო წინაპირობა შეიქმნა. “ლელომ” ძალისმიერ თამაშში უპირატესობა მოიპოვა, მე-5 წუთზე მოლით 17-18 მეტრი დაფარა და გიორგი ლომთაძემ ლელო დაამიწა. ირაკლი ყიასაშვილის გარდასახვა ძელმა აისხლიტა, მაგრამ თბილისელები დიდ უპირატესობას რომ ფლობდნენ სალელოვე შანსი ორჯერ მიეცათ. მათი გამოყენება გუნდმა ვერ შეძლო, მაგრამ მე-13 წუთზე ყიასაშვილის ჯარიმით ანგარიში 8:0 გახადა.
თემურ სოხაძემ ჯარიმით მე-17 წუთზე უპასუხა, მაგრამ “ლელო” თამაშს პიქარშიც აკონტროლებდა. ლევან გოგოლაშვილმა თავის 22-ში ფეხით შეცურებული ბურთი რომ აიღო გაგრძელება ვერ მოძებნა, პირდაპირ ორ მოწინააღმდეგეს ჩაუვარდა ხელებში და სანდრო ნიჟარაძემ ბურთიც აართვა. “ყოჩებმა” რამდენიმე მიძალება შეაჩერა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გატყდა და ხაზზე გათამაშებული ბურთი ლელოთი ბაჩო კოლელიშვილმა დააგვირგვინა და ყიასაშვილმა გარდასახვაც ზუსტად დაარტყა. ბოლნისელები ტაიმის ბოლოს ათამაშდნენ, მათ სამჯერ არ დაარტყეს ჯარიმა და მესამე ცდაზე ბაჩანა გოგიშვილმა ლელოს უწია, ხოლო სოხაძემ ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა - 10:15.
დაიწყო მეორე ტაიმი და “ყოჩებმა” ჯარიმის დარტყმას კვლავ ლელოზე თამაში არჩია. ამჯერად “ლელომ” მიძალება შეაჩრა და 52-ე წუთზე თითქოს უწყინარ სიტუაციაში ჩხუბი ატყდა. ლელოელი გუჯა სურგულაძე ნიკო აფციაურს წაეჩხუბა, ინციდენტი მალევე ჩაცხრა და რეფერიმ ორივე მოთამაშეს ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ მოედნიდან მიმავალ სურგულაძეს შავლეგ მახარაშვილის მცდელობის მიუხედავად “ყოჩი” აფციაური წამოეწია და ცემა დაუწყო. ჩხუბში ორივე გუნდი ჩაერთო და თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა, მერე კი, რეფერიმ დამხმარეებთან ითათბირა და უკვე დასჯილ მორაგბეებს წითელი ბარათები ამოუღო.
ამ უსიამოვნო ინციდენტს “ლელომ” ერთგვარი აფეთქებით უპასუხა და ორი ლელო გაიტანა. 57-ე წუთზე მათ რაქში აართვეს ბურთი მეტოქეს, ფლანგების გამოყენებით სწრაფად გაითამაშეს და დინამიური იერიში მარჯვენა ალამთან ლელოთი ზურაბ ზაალიშვილმა დაასრულა. ყიასაშვილმა, ვინც ამ ლელოს ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, გარდასახვა ზუსტად შეასრულა და თამაში რომ განახლდა სოხაძეს მეტოქემ გადაცემა ჩაუჭრა. ლელო გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ “ლელომ” შანსი ხელიდან გაუშვა და გიორგი კაჭარავა მცველებმა უკვე ჩათვლის მოედნიდან გვერდით ხაზს იქით გადადენეს. სამაგიეროდ თბილისელებმა მეტოქეს დერეფანი მოუგეს და მოლით ლელო მაინც გაიტანეს. ყიასაშვილს გარდასახვა გაუფუჭდა, მაგრამ ანგარიში 27:10 იყო და თითქოს ყვეაფერი დასრულდა.
მაგრამ დასკვნით 10 წუთში ყველაფერი შეიცვალა. ერთის მხრივ, ეს “ლელოს” მოდუნების დამსახურებაა, რომელმაც საქმე მოთავებულად ნაადრევად ჩათვალა და მეორეს მხრივ, “ყოჩებმა” ალბათ “სარბიელის” სინისთვის განსაკუთრებულად მოინდომა. 72-ე წუთზე სოხაძემ მარცხენა ფლანგზე ლელო გაიტანა და გარდასახვაც გამოიყენა, მერე თამაში რომ განახლდა ფლანგზე მეტობით ვერ ისარგებლა, მაგრამ 22-ში ფეხით ჩაკიდებული ბურთი გიორგი ხარშილაძემ მოიხელთა და ლელო გაიტანა. სოხაძეს გარდასახვა ძელმა აისხლიტა და “ლელო” 5 ქულას იგებდა, მაგრამ ბოლო წუთზე სოხაძე გაიჭრა, გარშემო სამი მცველი შემოიკრიბა და ბურთი ისევ ხარშილაძეს რომ მიაწოდა მისი შემჩერებელი აღარავინ იყო. ლელოთი წონასწორობა რომ აღდგდა გარდასახვა მახარაშვილმა დაარტყა და საკუთარ გუნდს 29:27 მოაგებინა. “ყოჩებმა” სინი ჩაიბარა და მაგრად მოილხინა, მაგრამ ექვსეულში ჯერ ვერ დაბრუნდა, ხოლო “ლელომ” ზედიზედ წაგებული თამაშით ლიდერობა დაკარგა.
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. X ტური
7 დეკემბერი
თბილისი. “შევარდენი”. 100 მაყურებელი
აკადემია (თბილისი) - არმია (თბილისი) 13:31 (5:19)
აკადემია: 15. მაკაროვი, 14. კალანდარიშვილი (მათიაშვილი 61), 13. სიჭინავა, 12. ილურიძე, 11. ჭუაძე (წასიძე 73), 10. ქოპილაშვილი, 9. ჯ. ღამბაშიძე (ჩაბრაძე 74); 1. ფეიქრიშვილი (მოსეშვილი 61), 2. წვერავა, 3. გ. ღამბაშიძე, 4. მაღლაკელიძე, 5. ბერიკაშვილი (გოგლიძე 63), 6. შუბითიძე (ოზბეთელაშვილი 74), 7. ნიბლაძე, 8. გოგოლაძე.
2 ლელო: ჯ. ღამბაშიძე, გ. ღამბაშიძე
1 ჯარიმა: მათიაშვილი
1 სინბინი: ნიბლაძე (22)
არმია: 15. შკინინი, 14. ტუჩაშვილი, 13. გაბროშვილი, 12. ჯიმშელაძე (ბაირამაშვილი 53), 11. ნუცუბიძე, 10. აფციაური, 9. ღვინჯილია (ჯინაშვილი 48); 1. ზაქაშვილი, 2. მამუკაშვილი, 3. გურგენაძე (ქორიძე 51), 4. სურგულაძე (უჩავა 53), 5. ცხადაძე, 6. ბიწაძე, 7. დარასელია (თხილაიშვილი 49; ხარებავა 62), 8. მაისურაძე (კალმახელიძე 49).
5 ლელო: ტუჩაშვილი (3), აფციაური, კალმახელიძე
3 გარდასახვა: ნუცუბიძე
თბილისი. “ავჭალა”. 700 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) - ჯიქები (თბილისი) 17:25 (7:10)
ლოკომოტივი: 15. კვინიხიძე, 14. გ. ბიწაძე, 13. წიკლაური, 12. კავთიძე, 11. ჩიტიძე, 10. გოდერძი ჭინჭარაული, 9. ზაბახიძე; 1. ელოშვილი (ბალიაშვილი 80), 2. გენებაშვილი (გასვიანი 61), 3. ზარიძე, 4. გეგია, 5. ხულუაშვილი, 6. ახვლედიანი, 7. ბერიშვილი, 8. თხელიძე.
2 ლელო: თხელიძე, გ. ბიწაძე
2 გარდასახვა: წიკლაური
1 ჯარიმა: წიკლაური
ჯიქები: 15. კიკნაძე, 14. ნ. ბიწაძე, 13. ჯინჯიხაძე, 12. კუპრეიშვილი, 11. კალანდაძე, 10. გიორგაძე, 9. გიორგი ჭინჭარაული; 1. ჯინჭარაძე (ხატიაშვილი 49), 2. მამრიკიშვილი (ოქრომელიძე 19), 3. ოქრიაშვილი (გაგნიძე 63), 4. გოგოლიძე (ტრაპაიძე 73), 5. მჭედლიშვილი, 6. შენგელია, 7. ტუჩაშვილი, 8. კორკოტაძე.
3 ლელო: მამრიკიშვილი, ნ. ბიწაძე, კალანდაძე
2 გარდასახვა: გიორგაძე
2 ჯარიმა: გიორგაძე
8 დეკემბერიო
ბათუმი. ანგისა. 14:00 საათი
ბათუმი (ბათუმი) - არმაზი (თბილისი) (გადაიდო)
თბილისი. “ავჭალა”. 50 მაყურებელი
ყოჩები (ბოლნისი) - ლელო (თბილისი) 29:27 (10:15)
ყოჩები: 15. შ. მახარაშვილი, 14. გოგოლაშვილი, 13. ხარშილაძე, 12. ქუშაშვილი (აბდუშელიშვილი 62), 11. კვარაცხელია (გაბუნია 59), 10. სოხაძე, 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი (ჯინჭარაძე 64), 2. ცუცქირიძე (ხიდეშელი 26), 3. შენგელია, 4. გრძელიშვილი, 5. ხვისტანი, 6. მალაღურაძე (აფციაური 44), 7. ტყეშელიაძე, 8. ჩხიკვაძე.
4 ლელო: გოგიშვილი, სოხაძე, ხარშილაძე (2)
3 გარდასახვა: სოხაძე (2), მახარაშვილი
1 ჯარიმა: სოხაძე
1 სინბინი: აფციაური (52)
1 გაძევება: აფციაური (52)
ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ზაალიშვილი, 13. კოპაძე (ხმალაძე 45), 12. ცერცვაძე, 11. ნიჟარაძე, 10. კაჭარავა, 9. მინდიაშვილი; 1. სანიკიძე (კვერნაძე 48), 2. ლომთაძე (ბელქანია 41), 3. პატარაია (მჭედლიძე 71), 4. ნიკოლაიშვილი, 5. ქოიავა, 6. სურგულაძე, 7. კოლელიშვილი (ბუბუტეიშვილი 41), 8. ჭყოიძე (კვაჭაძე 53).
4 ლელო: ლომთაძე, კოლელიშვილი, ზაალიშვილი, ბუბუტეიშვილი
2 გარდასახვა: ყიასაშვილი
1 ჯარიმა: ყიასაშვილი
1 სინბინი: სურგულაძე (52)
1 გაძევება: სურგულაძე (52)
რუსთავი. ახალი. 200 მაყურებელი
ხარები (რუსთავი) - აია (ქუთაისი) 3:15 (3:7)
ხარები: 15. გულიტაშვილი, 14. ბ. ბებიაშვილი, 13. ღამბაშიძე (თეგეთაშვილი 49), 12. ნათელაშვილი, 11. გ. ბებიაშვილი (მელიქიშვილი 58), 10. ბასილაია (ბუჯიაშვილი 65), 9. ხუციშვილი; 1. მაჭარაშვილი, 2. აღაშვილი, 3. წიკლაური (ზურიკიშვილი 51), 4. ხელია, 5. ქარუხნიშვილი, 6. გოგიაშვილი, 7. ღამბარაშვილი (ტყეშელაშვილი 65), 8. ქვლივიძე.
1 ჯარიმა: ხუციშვილი
აია: 15. ძნელაძე, 14. ბ. ტორაძე (ბაბუნაშვილი 70), 13. ფრუიძე, 12. კვერნაძე (ირემაძე 46), 11. აბრამიძე, 10. სინაურიძე, 9. ჯინჭველაშვილი; 1. ასათიანი (რატიაშვილი 24), 2. მატკავა (გ. ტორაძე 62), 3. ჩხიკვაძე (ულუმბელაშვილი 46), 4. ჩიტეიშვილი, 5. ძაგნიძე (დანგაძე 46), 6. რევიშვილი, 7. შალამბერიძე, 8. ყურაშვილი.
2 ლელო: აბრამიძე
1 გარდასახვა: სინაურიძე
1 ჯარიმა: სინაურიძე
1 სინბინი: დანგაძე (79)
- აია 10 8 0 2 207-121 36
- ლელო 10 7 0 3 247-138 34
- ლოკომოტივი 10 7 0 3 224-175 32
- არმია 10 6 1 3 256-174 31
- ჯიქები 10 5 2 3 227-163 28
- არმაზი 9 6 0 3 173-175 26
- ყოჩები 10 5 1 4 244-217 26
- ხარები 10 1 0 9 116-238 7
- აკადემია 10 1 0 9 1129-257 7
- ბათუმი 9 1 0 8 135-283 6
მომდევნო ტური. 14-15 დეკემბერი
ყოჩები - ჯიქები, არმაზი - ლოკომოტივი, აია - ბათუმი, არმია - ხარები, ლელო - აკადემია