საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ფეხბურთის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის პროექტს 8 მაისს წარადგენს.
სპორტის სამინისტროს პრესატაშემ გიორგი ჭანიშვილმა “მსოფლიო სპორტს” აცნობა, რომ ყიფიანი ხუთშაბათს 10:30 საათზე ჟურნალისტებს ხსენებული ორგანიზაციის საკონფერენციო დარბაზში შეხვდება და პროექტს გააცნობს.
როგორც ცნობილია, ფეხბურთის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს და ამჯერად, სამინისტრო კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამს. ამავე პროგრამას მინისტრი ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო კომისიასაც გააცნობს.