ფეხბურთი

11:14 | 16.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყენიასა და დაუშვილის ფრე, მანჯგალაძის გოლი

 ლვოვის "კარპატიმ"'გასვლაზე ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" 1:1 ითამაშა და მე-11 ადგილზეა. ლევან ყენიამ და ბუბა დაუშვილმაც შეუცვლელად ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ გლადკის არყოფნაში, ლვოველთა მწვრთნელმა ნიკოლაი კოსტოვმა ყენია თავდასხმაში დააყენა და მხოლოდ ბოლო 20 წუთი ათამაშა თავის პოზიციაზე. 22 წლის ქართველი კვლავ გამორჩეული იყო და მწვავედ უტევდა.

აქტიური იყო დაუშვილიც, რომელმაც ორჯერ სახიფათოდ დაარტყა კარში და ორივეჯერ მეკარემ იმარჯვა.

რუსეთში "ვოლგამ" გასვლაზე 2:1 სძლია "როსტოვს" და მე-12 პოზიციაზეა. გია გრიგალავა განაცხადში არ გახლდათ - ტრავმის გამო.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში აკაკი გოგიას “ზანქტ პაულიმ" ბერლინის "უნიონთან" სტუმრად 2:4 წააგო. გოგია სასტარტოში იყო და შესვენებაზე შეცვალეს, როცა მისი გუნდი 1:2-ს აგებდა. ქართველს გოლი, ან საგოლე პასი არ მიუთვლია.

საფრანგეთში "ლე მანმა" შინ 0:3 წააგო "ნიმთან" და მე-18 (ბოლოდან მესამე) საფეხურზეა. გიორგი მაკარიძე სათადარიგო გახლდათ.

დაბოლოს, უკრაინის დუბლების ჩემპიონატში "ზორიამ" "ვოლინს" 2:0 აჯობა. ერთი გოლი ახალგაზრდა ნახევარმცველმა გიული მანჯგალაძემ გაიტანა. "ზორია" დამაჯერებლად ლიდერობს დუბლების ჩემპიონატს, მანჯგალაძე კი უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესოა გუნდში.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.137152