ფეხბურთი

19:00 | 27.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყენია თითის ოპერაციას გაიკეთებს

 

ლევან ყენია შარშანდელივით კარგ სეზონს ვერ ატარებს, რაც ტრავმებითაა გამოწვეული. "მსოფლიო სპორტი" უკვე წერდა, რომ ყენიას ქუსლი სტკიოდა და ამიტომაც იყო, რომ ბოლო 4 მატჩში მხოლოდ 18 წუთი ითამაშა. ახლა ქუსლი ოდნავ აწუხებს, თუმცა ახალი ტრავმა დაემატა – მარჯვენა ხელის თითი მოიტეხა. ინფორმაცია გერმანულ საიტებზე გავრცელდა და ყენიასთან გადავამოწმეთ:

"ვარჯიშზე მოვიტეხე თითი. ზეგ ოპერაციას გავიკეთებ. ექიმმა მითხრა, რომ 3 კვირა ვერ ვითამაშებ, რადგან შეხორცებას დრო სჭირდება. ერთმანეთს მიეწყო ყველაფერი, მაგრამ აქ მოურჩენელი არაფერია" – უთხრა ყენიამ "მსოფლიო სპორტს".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111704