ფეხბურთი

11:09 | 10.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყენიას პენალტმა "ფორტუნას" ვერ უშველა

 

ლევან ყენიას "ფორტუნამ" დიუსელდორფში 1:2 წააგო "მიუნხენ 1860"-თან. ეს მეორე ბუნდესლიგის მესამე ტურის მატჩი იყო და რურელებს 4 ქულა დარჩათ. ყენიამ სასტარტოში დაიწყო თამაში, 37-ე წუთზე ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ პენალტი გამოიმუშავა და ანგარიში გათანაბრდა, 67-ე წუთზე კი ლევანი შეცვალეს - იმ დროს, როცა ანგარიში 1:1 იყო.

პოლონეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში "იაგელონიამ" "ვისლასთან" გასვლაზე 1:1 ითამაშა. ახალწვეული გიორგი ფოფხაძე სათადარიგო გახლდათ და მინდორზე არ შეუყვანიათ, ხოლო ნიკა ძალამიძე, გეცოდინებათ, ტრავმირებულია და სავარაუდოდ, თვის ბოლოს დაიწყებს გუნდთან ერთად ვარჯიშს.

 

0.122471