ფეხბურთი

0:47 | 20.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყენიას მარცხი ბერლინში

ლევან ყენიას “ფორტუნამ” მე-2 ბუნდესლიგის გათამაშება გამარჯვებით კი გახსნა, თუმცა, მას სემდეგ სამ მატჩში მხოლოდ ქულა აიღო და 4 ტურის თავზე 4 ქულით 18-გუნდიან ლიგაში მე-13 ადგილზე იმყოფება.

დიუსელდორფელებმა მორიგი მატჩი ბერლინში “უნუიონთან” ჩაატარეს და 1:2 დამარცხდნენ, ქართველმა ფეხბურთელმა კი 10-ნომრიანი მაისურით შეუცვლელად იასპარეზა და თამაშის გამწვავებას რამდენჯერმე შეეცადა, თუმცა, მის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.

“ფორტუნას” მორიგი მატჩი 25 აგვისტოს ელის, როდესაც “ბოხუმს” უმასპინძლებს.

0.123155