ფეხბურთი

21:04 | 4.08.2013 | ნანახია 4756 - ჯერ

ყენიას გუნდი შერცხვა, "ინტერმა" აზერბაიჯანში წაგებით დაიწყო

გერმანიის თასის პირველივე წრიდან გავარდა ლევან ყენიას "ფორტუნა", რომელმაც რეგიონალლიგის წარმომადგენელ "ვიედენბრუკთან" სტუმრად 0:1 წააგო. ყენიამ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ გოლი ბოლო წუთზე გავიდა: "ფორტუნას" მცველმა ლეველსმა საკუთარ საჯარიმოში ფოკუსი ჩაატარა - მეკარეს ცუდად დაუბრუნა ბურთი და ერთი--ერთზე გასულ მასპინძელთა თავდამსხმელი წააქცია, რისთვისაც გააძევეს, ამასთან პენალტი დაინიშნა და რეგიონალლიგის გუნდმა ეს შანსი გამოიყენა.

ისე, სხვა სენსაციებიც მოხდა, თანაც, უფრო ხმაურიანი: თასიდან გავარდნენ "ვერდერი" და "გლადბახი"...

გაჭირვებით, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა ბერლინის "ჰერტა", რომელსაც "ნიუმუნსტერთან" მოსაგებად დამატებითი დრო დასჭირდა. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა და დამატებითში, 120-ე წუთზე გაიტანეს ბერლინელებმა გადამწყვეტი ბურთი. კობიაშვილი განაცხადში არ გახლდათ: მწვრთნელმა დაასვენა.    

გიორგი ფეიქრიშვილმა ყაზახეთში გაიტანა: მისმა "ატირაუმ" შინ 3:1 სძლია "თარაზს" და მეშვიდე ადგილზეა. ფეიქრიშვილმა 90-ე წუთზე პენალტით შეაგდო.

აზერბაიჯანის ჩემპიონატის პირველ ტურში კახა ცხადაძის "ინტერმა" შინ 1:2 წააგო "ყარაბახთან". ქართველებს გოლი არ გაუტანიათ, ისე კი, "ინტერში" ითამაშეს ლაშა სალუქვაძემ, ალექსანდრე იაშვილმა და ბაჩანა ცხადაძემ, ხოლო "ყარაბაღიდან" - ნიკა გელაშვილმა. "ინტერის" მეკარე გიორგი ლომაია მინდორზე არ გახლდათ.

 


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:52 | 04.08.2013
higuain (1113)

ბაქოს ინტერი რა მაგარია)))))

23:34 | 04.08.2013
kizhoo (651)

აუ ბაქოს Dედას.. .შსვცვ მე რა ეგ ბოო....ზბი

21:59 | 04.08.2013
matri (2779)

ქართველები უნდა იყვნენ ერთ გუნდში, ცალ-ცალკე ვერ თამაშობენ, როდესაც ერთადაა რამოდენიმე ქართველი ან ქართველები სულ უფრო კარგად თამაშობენ.

21:51 | 04.08.2013
ჩიჩარიტო (18039)

მიდი კობი წელს ძაან მაგარ სეზონს ველოდებით შენგან

21:40 | 04.08.2013
rekhvo63 (570)

ყენია როგორც ჩანს ჯერ ვერ შევიდა ფორმაში

21:39 | 04.08.2013
სავაშა__ (6590)

რამდენი კარგი ფეხბურთელი გვყავს ამ ფარჩაკებთან გაშვებული.
ამ ფეხბურთელებით ერთ ისეთ კლუბს შევქმნიდით ჩემპიონობისთვის რომ იბრძოლებდა და არც ევროასპარეზზე არ შეგვარცხვენდა. (მთ.მწვრთნელი გეგუჩაძე)

0.118217