ფეხბურთი

18:45 | 13.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყენიას გადამწყვეტი გოლი დუბლებში, გრიგალავას ფრე, კვირკველიას მარცხი

ლევან ყენიამ გერმანიის რეგიონალლიგაში ითამაშა, კერძოდ, დიუსელდორფის “ფორტუნას” დუბლებში. ყენიას გუნდმა გასვლაზე 3:2 სძლია “ალემანიას”, რომელიც რამდენიმე წლის წინ ბუნდესლიგაში თამაშობდა. გადამწყვეტი გოლი სწორედ ლევანმა გაიტანა 89-ე წუთზე, მანამდე კი საგოლე პასიც მიითვალა.

გადაწყვეტილია, რომ ყენია სეზონის ბოლოს დატოვებს “ფორტუნას”. ჯერჯერობით, კონკრეტული გუნდი არ გამოკვეთილა, თუმცა რამდენიმე ვარიანტზე მიდის მუშაობა.

რუსულ პრემიერლიგაში “ლოკომოტივი”-“ანჟი” 0:0 დასრულდა. გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა და ნორმალური მატჩიც ჩაატარა. “ანჟი” ისევ ბოლო ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება ბოლოდან მესამეზე მყოფ გუნდს.

საბა კვირკველიას “რუბინმა” კი მორიგი მატჩი წააგო: შინ “ყუბანთან” 0:2. “რუბინი” მეათე ადგილზეა. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა 90 წუთი დაჰყო მინდორზე.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12101