ლევან ყენიას მცირე ტრავმა ჰქონდა, რის გამოც II ბუნდესლიგის გასული ტური გამოტოვა. ამჯერად მან ვარჯიში განაახლა და სათამაშოდაც მზადაა: "ფორტუნა", რომელიც მეხუთე ადგილზეა, შაბათს "პადერნორნს" უმასპინძლებს.
ყენიამ გამოტოვა ის შეხვედრა, რომელშიც რურელებმა გასვლაზე "ინგოლშტადტს" 2:1 სძლიეს. მწვრთნელი მაიკ ბიუსკენსი ახლა დილემის წინაშეა – შეცვალოს თუ არა მოგებული შემადგენლობა. "ფორტუნამ" ამ მატჩში კლასიკური 10 ნომრის გარეშე ითამაშა.
ყენია: "კარგად მესმის, რომ ჩემი თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს. იგივე ეხება ვარჯიშებსაც. მწვრთნელმა გახსნილად ისაუბრა ჩემთან".
ბიუსკენსი: "ყენია გაგებით ეკიდება საქმეს. რაც შეეხება სათამაშო სქემის შეცვლას, ყველაფერი შესაძლებელია. გასულ ტურში არჩეულმა სქემამ გამარჯვება მოგვიტანა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს სქემა უცლელი დარჩება".