ფეხბურთი

13:13 | 3.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყენიამ სეზონი დაასრულა

 

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე დიუსელდორფის “ფორტუნას” შემტევ ნახევარმცველ ლევან ყენიასთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა.

რამდენიმე დღის წინ, 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ვარჯიშის დროს წელი იტკინა და მოედანი ნაადრევად დატოვა.

“უკმაყოფილო ვარ. ეს სეზონი ჩემთვის დასრულდა. ზაფხულიდან კვლავ მინდა შევუტიო, თუნდაც სხვა კლუბში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვითამაშო”- იუწყება ყენიას სიტყვებს ინტერნეტპორტალი express.de

ყენია “ფორტუნაში” შარშან ზაფხულში უკრაინული ლვოვის “კარპატიდან” გადავიდა და 11 მატჩი ჩაატარა.

0.122381