ფეხბურთი

12:21 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყენიამ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო

ლევან ყენია, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ინდივიდუალურად ემზადებოდა, დიუსელდორფის "ფორტუნასთან" ერთად ვარჯიში დაიწყო და სრული დატვირთვით ირჯება. "ფორუნას", გეცოდინებათ, ახალი მწვრთნელი ჰყავს ლორენც-გიუნტერ კოსტნერის სახით, რომელიც ბოლოს "ვოლფსბურგი II"-ში მუშაობდა.

გერმანული Kicker-ი აღნიშნავს, რომ ყენია მაინც რჩება "ფორუნას" ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად და იმედად, მიუხედავად იმისა, რომ I წრეში შთამბეჭდავი სტატისტიკა არ ჰქონია. ლევანს გოლი არ გაუტანია, 2 საგოლე პასი გაახერხა. 

0.119059