დიდი ჟრიამული და ხალისი იყო დღეს ავჭალის დასახლებაში მდებარე სკოლა-ლიცეუმ “ცოდნა”-ში. სკოლა-ლიცეუმს სამი ქართველი ლეგიონერი ფეხბურთელი ესტუმრა: ლევან ყენია (დიუსელდორფის “ფორტუნა”), ბუბა დაუშვილი (ლვოვის “კარპატი”) და დავით თარგამაძე (მარიუპოლის “ილიჩივეცი”). მათ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს, მათთან ერთად კარგა ხანს ფეხბურთიც ითამაშეს დარბაზში და ბავშვების კითხვებსაც უპასუხეს: ასე ვთქვათ, სახალისო პრესკონფერენცია გამოვიდა, თუმცა სერიოზული და “ჩამჭრელი” კითხვებიც გამოერეოდა ხოლმე.
ეს შეხვედრა სკოლის ხელმძღვანელების, ნაზი ნადირაძისა და დარეჯან ცხომარიას მიერ იყო ორგანიზებული და ფეხბურთელებიც დიდი სიამოვნებით დათანხმდნენ.
“არა მარტო ბავშვებისთვის, ჩვენთვისაც დიდი სიხარულია, როცა მათ ხვდები, ეცნობი, ეფერები, რაღაც საინტერესოს უზიარებ. კარგი იქნება, თუ ასეთი შეხვედრები ხშირად მოეწყობა. მადლობა სკოლის ხელმძღვანელებს” – თქვეს ფეხბურთელებმა.
სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” გარდა, მოწვეულნი იყვნენ 45-ე და მე-200 სკოლის ბავშვებიც, რომლებიც სხვადასხვა გუნდების მაისურებში იყვნენ ჩაცმულნი, მაგრამ მათ ფეხბურთელებმა გადასცეს ახალი სათამაშო ფორმები და ბურთებიც.
“ჩვენს სკოლა-ლიცეუმში ადრეც ყოფილა სტუმრობები, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, ასეთი აჟიოტაჟი არასოდეს გამოუწვევია ბავშვებში. ფეხბურთი ისეთი რამ არის, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებს განსაკუთრებით უყვართ. თან, დაუშვილი, ყენია და თარგამაძეც შინაურულად შემოვიდნენ ბავშვებში. ხომ ხედავთ, თავადაც როგორ გახალისდნენ” – ამბობდნენ სკოლის ხელმძღვანელები.
იყო კითხვები, როგორ აჯერებენ ფეხბურთელები ერთმანეთთან სპორტულ და ოჯახურ ცხოვრებას. ასევე, ნაკრებზე კითხვები – თუ რას განიცდიდნენ ისინი ნაკრებში პირველად გამოძახებისას, პირველი გატანილი გოლისას.
თარგამაძე: “პატარა ვიყავი, 35-ე საფეხბურთო სკოლაში რომ შემიყვანეს. მანამდე ჩემთვის ვერთობოდი, მაგრამ ნელ-ნელა დავრწმუნდი, რომ ფეხბურთის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. ლევანისა და ბუბასგან განსხვავებით, დაოჯახებული ჯერ არ ვარ და ვერ გეტყვით, როგორია ოჯახური და სპორტული ცხოვრების ერთმანეთთან შეწყობა. ყველაზე მეტად რომელ კლუბში თამაშს ვისურვებდი? ალბათ, “მანჩესტერ იუნაიტედში”.
ყენია: “ფეხბურთის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ბიძაჩემი, გიორგი კიკნაძე თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი იყო და ნაკრებშიც უთამაშია. მის კვალს გავყევი. იყო პერიოდი, როცა მიფიქრია კარიერის დასრულებაზე. 2,5 წელი ტრავმის გამო საერთოდ არ მითამაშია, სამი ოპერაცია დამჭირდა და ეს ფსიქოლოგიურად ძნელი ასატანი იყო, მაგრამ ძალა მაინც გამოვნახე. გატანილი გოლებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი? ნაკრებში გატანილებს გამოვარჩევ, რადგან უფრო სასიხარულო იყო. რაც შეეხება ჩემს საყვარელ კლუბს, ეს მიუნხენის “ბაიერნია”.
დაუშვილი: “ნაძალადევში გავიზარდე. სახლში ვისაუბრეთ და დედაჩემმა გადაწყვიტა, ფეხბურთზე მევლო. 35-ე საფეხბურთო სკოლაში გადავედი. მე და თარგამაძე თანაკლასელები ვიყავით, თუმცა რა დასამალია, ხშირად ვაცდენდით გაკვეთილებს. საფეხბურთო სკოლა იყო და ფეხბურთს ისე ითხოვდნენ, როგორც სწავლას. რა სპეციალობის ვიქნებოდი, ფეხბურთი რომ არა? არ ვიცი, არ მიფიქრია. ამოჩემებული ფავორიტი კლუბიც არ მყავს, უბრალოდ, სურვილია, რომ ძლიერ ევროპულ გუნდში ვითამაშო”.
რა თქმა უნდა, იყო ავტოგრაფები, სამახსოვრო სურათები. ყველას უნდოდა, რომ დარბაზში ფეხბურთელებთან ერთად ეთამაშა. სასიამოვნოა, როცა ამგვარი შეხვედრები ტარდება. რამდენ ბავშვს დაამახსოვრდება ეს დღე...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არაბებამდე თვენახევრით ადრე.ნაკრების აბოიმიდან 25 კაცი ფორმაში არიან ----ლორია ნუკრი---კაშო აკაკი გია კვირკველიები ლაშა უჩა/ყირიმში წაიყვანეს/------ ჯანო ჯაბა ვაკო ავთო გრიგალაშვილები----ჭანტო ლადო მარცვალა ბაჩო. არ უთამაშიათ ბუბა კობახა თაგვი ოქრი მჭედლო მათე
წუხანდელი პრიმერას მატჩების მიმოხილვა გამოგრ>ჩათ თუ გამოტოვეთ
Realurad axalgazrdebidan janom moumata,papavanac, oqris ar vici ra daanebos am suratebiss gadagebas da facebookze maimunobas tavi da mxolod fexburtze ifiqros dzaan mwkins ra. Chanturiamac ukusvla daiwyi
((
ჯანომ შეაგდო მაგრა გამიხარდა.. მაგრამ სიმართლე გითხრათ მის გოლს მირჩევმია საგოლე პასები არიგოს, იმიტომ რომ ბომბარდირი ვერ გახდება და აი საუკეთესო ასისტენტის ადგილს შეიძლება გამოკრას ხელი..
Yubanis motamashe uswrebs bulgareli romaa. Uswrebs ki ara tqnqbqri pasebi aqvt. Magan tu ase moumata magari iqneba nakrebistvisac.
2 რეზეა თუ არ ვცდები საგოლებით დანი უსწრებს ზენიტის იგროკი როა
2რეზე არაა სამწუხაროდ მაგაზე მეტი პასი პოპოვს აქვს 9. მერე სამედოვს 7 და მერე ჯანოს და კიდე 6კაცს აქვს 6პასი
9 უწერია ტრაფერმარკეტზე ბრატ
stripslashes((strlen('http://www.transfermarkt.de/de/premier-liga/torschuetzen/wettbewerb_RU1.html')>0?'http://www.transfermarkt.de/de/premier-liga/torschuetzen/wettbewerb_RU1.html':'http://www.transfermarkt.de/de/premier-liga/torschuetzen/wettbewerb_RU1.html'))
კიი. იმედია მიაქცევენ ყურადღებას ნორმალური გუნდების სკაუტები
იტოგში ჯანომ შეაგდო დგეს მაგარ ფორმაშია პატარა მოდრიჩია 3 თამაშია ზედიზედ გაქვს თან ახსანიშნავია რო როსტოვის სქემა 4 5 1 თია და ძან ქვემოდან თამაშობს ჯანო პახოდუ დგეს 2 ვე გუნდიდან საუკეთესო მოთამაშეთ ჯანო დასახელეს იტოგში 20 თამაში 4 გოლი ერთი თასზე და 9 საგოლე გადაცემა ძან მაგარი შედეგია !
ჯანომ შეაგდო დღეს