ფეხბურთი

19:27 | 7.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

ყენია კვლავ ტრავმირებულია

არა და არ დაადგა საშველი ლევან ყენიას გამოჯანმრთელებას. “შალკესთან” ერთად, ვარჯიში ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ახლახანს განაახლა, მაგრამ მან კვლავ ტრავმა მიიღო და გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა ფეხბურთს.
გერმანული Kicker-ის ცნობით, ყენიამ მარცხენა ფეხის კოჭი დაიზიანა. ჯერჯერობით, არაა ცნობილი, ამჯერად, რა დრო დასჭირდება 20 წლის ფეხბურთელის გამოჯანმრთელებას. შეგახსენებთ, რომ ჯერ მუხლის, შემდეგ კი, კოჭის ტრავმის გამო ყენიას უქმად ყოფნა 2009 წლის 25 ოქტომბრის შემდეგ უწევს.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092755