ყაზბეგის რაიონის დაბა სტეფანწმინდაში საერთაშორისო მარათონი გაიმართა, რომელიც კომპანია “ვიზიტინგ ჯორჯიას”, ტურიზმის დეპარტამენტისა და საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
3 სხვადასხვა დისტანციაზე (6 კმ. 21 კმ. და 42 კმ.) გამართულ მარათონში ქართველ მძლეოსნებთან ერთად მონაწილეობა მოხალისეებმა და უცხოელმა ტურისტებმაც მიიღეს.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, 6 და 21 კილომეტრ დისტანციებზე ძირითადად საქართველოს მძლეოსანთა ნაკრების წევრები დომინირებდნენ, 42 კმ. დისტანციაზე კი უცხოელმა მოხალისე ტურისტებმა იმარჯვეს.
გარბენი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების რეკლამირების, ტურიზმის ხელშეწყობისა და ექტრემალური მძლეოსნობის პოპულარიზაციის მიზნით მოეწყო.
მარათონის 100-მდე მონაწილემ, რომლებიც 10 ქვეყანას წარმოადგენდნენ, სტარტი სტეფანწმინდას ცენტრში აიღო, რის შემდეგაც მორბენლები 3 სხვადასხვა მიმართულებით დაიძრნენ.
აღსანიშნავია, რომ 21 და 42 კმ. დისტანციაზე მორბენლებს მარშრუტში ყაზბეგის რაიონის სხვადასხვა სოფლებში გარბენა და გერგეტის სამებაზე ასვლა-ჩამოსვლაც ჰქონდათ.
ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებულები მედლებითა და სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვეს, მძლეოსნობის ფედერაციამ კი პრიზიორებს 500-300 და 100 ლარიანი ფულადი პრიზები გადასცა.
მარათონის ყველაზე ხანდაზმული მონაწილე 74 წლის იაპონელი ტურისტი გახლდათ, ყველაზე ახალგაზრდა კი 15 წლის ქართველი მძლეოსანი. მარათონის ორგანიზატორთა განცხადებით, სამომავლოდ მარათონი კიდევ უფრო წარმომადგენლობითი გახდება.
1. გიგლა ზილბერშტეინი 20:10.00
2. ჯეირან ხოფერია 20:10.00
3. დავით ხარაზიშვილი 20:42.00
1. გაიანე უსტიანი 25:29.05
2. თიკო პაპუაშვილი 25:43.9
3. გიული დეკანაძე 25:55.8
1. გიორგი ლომიძე 1:40.29
2. გიორგი შეყრელიძე 1:41.30
3. ალბერტ სარქისიანი 1:48.55
1. სიუზან შვარცი (გერმანია) 2:00.0
1. იოან შატგში (შვედეთი) 4:13.04
1. პეის კონი (აშშ) 6:10.20







