ფეხბურთი

18:51 | 7.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყაზახეთის ნაკრებს კრასნოჟანი გაწვრთნის

ყაზახეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად რუსი სპეციალისტი იური კრასნოჟანი დანიშნეს.

მან ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2+2 სისტემით გააფორმა. 50 წლის კრასნოჟანმა ჩეხი მიროსლავ ბერანეკი შეცვალა.

კრასნოჟანი რუსეთის მასშტაბით ცნობილი ნალჩიკის “სპარტაკში” მუშაობით გახდა, სადაც ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბა. მისი ხელმძღვანელობით ქართველ ფეხბურთელებს ალექსანდე ამისულაშვილს, გოგიტა გოგუას, დავით სირაძესა და ლევან გვაზავას უთამაშიათ.

შემდეგ, ის მოსკოვის “ლოკომოტივს”, მახაჩყალის “ანჟის”, კრასნოდარის “ყუბანსა” და გროზნოს “ტერეკს” წვრთნიდა, მაგრამ მაღალი შედეგისთვის არ მიუღწევია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.055374