ფეხბურთი

21:03 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყაზახეთის ნაკრების თავკაცი: “საქართველო ორგანიზებული გუნდია”

 

ყაზახეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ჩეხმა მთავარმა მწვრთნელმა მიროსლავ ბარანეკმა საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მეტოქეს ორგანიზებული გუნდი ჰყავს.

მიროსლავ ბარანეკი: “საქართველო ნაკრები კარგი, ორგანიზებული გუნდია. ქართველები კონტრშეტევების და სტანდარტული სიტუაციებისას ძალიან სახიფათონი არიან. ჩვენი მეტოქის შემადგენლობა ძალიან სერიოზულია. მის რიგებში არცთუ ცოტა მოთამაშეა, რომლებიც ევროპის წამყვან ჩემპიონატებში გამოდიან”.

ბარანეკმა ისიც აღნიშნა, რომ მომავალ მატჩში თამაშს ორი თავდამსხმელით აპირებს.

პრესკონფერენციაზე მყოფმა ყაზახეთის ნაკრების თავდამსხმელმა ნურბოლ ჟუმასკალიევმა თქვა, რომ მაქსიმუმს გაიღებს, რათა მომავალ დაპირისპირებაში გუნდს მოაგებინოს. ფორვარდ სერგეი ხიჟნიჩენკოს აზრით კი, ყაზახეთს არცთუ იოლი თამაში ელის და თანაგუნდელის მსგავსად ისიც ყველაფერს გააკეთებს, რომ ადგილობრივი გულშემატკივრები გაახაროს.


0.139502