სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

13:09 | 23.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილმა “ვიტესთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ვალერი ყაზაიშვილმა არნემის “ვიტესთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ვიტესის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, 21 წლის ქართველი ნახევარმცველი “ვიტესში” 2018 წლამდე დარჩება. “ვიტესის” მესვეურები ჯერ კიდევ აპრილში იუწყებოდნენ, რომ ყაზაიშვილის შენარჩუნება სურდათ და საბოლოოდ, ეს განახორციელეს.

არნემელთა ტექნიკურმა დირექტორმა მო ალახმა ახალგაზრდა ნახევარმცველთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ასეთი კომენტარი გააკეთა:

“ჩვენ ვხედავთ, რომ ვაკო ნიჭიერი მოთამაშეა. კმაყოფილი ვართ, რომ ხანგრძლივი კონტრაქტი გავაფორმეთ, რაც მას “ვიტესში” თამაშის მომატების ახალ საშუალებას მისცემს”. 

თავად ყაზაიშვილი ახალი ხელშეკრულებით ძალიან გახარებულია:

“ვიტესში” შემიძლია საუცხოოდ მოვუმატო. კლუბსა და ქალაქ არნემში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მენდობიან, რაც განვითარებაში ხელს შემიწყობს. უახლოეს ხანში საქართველოს ნაკრებს შევუერთდები. ჩვენ მალე საუდის არაბეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ. ამის შემდეგ, რამდენიმე კვირა დავისვენებ და ივნისის ბოლოს არნემში ჩამოვალ”.

განვლილ სეზონში, ყაზაიშვილმა “ვიტესის” რიგებში 27 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117529