არნემის “ვიტესის” ახალგაზრდულმა გუნდმა საკუთარ მოედანზე “ბრედას” ახალგაზრდები 2:0 დაამარცხა და გამარჯვებულებში ვაკო ყაზაიშვილმა სრულად ითამაშა.
“ვიტესის” ვებგვერდის ცნობით, ქართველი ნახევარმცველი ორივე ტაიმის განმავლობაში აქტიური იყო და 39-ე წუთზე, სოლო-გარღვევის შემდეგ ანგარიშის გახსნაც შეეძლო. საბოლოოდ, არნემელებმა პირველი ტაიმი ვინკის გოლით მოიგეს.
შესვენების შემდეგ, მატჩის მთავარი გმირები ყაზაიშვილი და როი ტალსმა იყვნენ. ამ უკანასკნელმა მე-60 წუთზე “ბრედას” კარი მეორედ აიღო.