ფეხბურთი

0:01 | 12.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილისა და გელაშვილის გოლები

კახა ცხადაძე: "ხელმძღვანელობას კლუბში ჩემს მომავალზე უნდა ვესაუბრო"

 


არნემის "ვიტესმა" ევროპის ლიგიდან გავარდნის შემდეგ ერედივიზიონშიც წააგო, კერზოდ, "ვალვაიკთან" გასვლაზე - 2:4. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ჭანტურია კი სასტარტოში იყო და შესვენებაზე შეცვალეს - მის ნაცვლად ვაკო ყაზაიშვილი შევიდა მინდორზე და 53-ე წუთზე გოლიც გაიტანა, რითაც ანგარიში გათანაბრდა - 2:2.

ყაზაიშვილმა ბრაზილიელი რეისის პასის შემდეგ გამოიჩინა თავი - საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, მცველებისგან გათავისუფლდა და 15-16 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. "ვიტესმა" კვლავ ცუდად ითამაშა დაცვაში, კაშიამ კი ყვითელი ბარათი მიიღო. არნემელებს 2 ტურის შემდეგ 3 ქულა აქვთ.

აზერბაიჯანის ჩემპიონატშიც მეორე ტური გაიმართა და ნიკა გელაშვილმა გაიტანა. "ყარაბაღმა" შინ 5:1 სძლია "სუმგაითს", ქართველმა ფორვარდმა კი 32-ე წუთზე გახსნა ანგარიში. ეს მისი პირველი გოლია "ყარაბაღის" ოფიციალურ მატჩებში - ნიკას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრებში მომენტები ხშირად ექმნებოდა, თუმცა ვერ იყენებდა, ამჯერად კი გატეხა ნავსი. "ყარაბაღი" 6 ქულით ლიდერობს ჩემპიონატს.

კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ინტერმა" იური სიომინის "გაბალასთან" 2:3 წააგო და 2 მატჩის შემდეგ უქულოდაა. ქართველთაგან ბაჩანა ცხადაძემ და ალექსანდრე იაშვილმა ითამაშეს. ბაჩანამ საგოლე პასი მიითვალა.

კახა ცხადაძემ კი მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა სურს. "ხელმძღვანელობას კლუბში ჩემს მომავალზე უნდა ვესაუბრო" - თქვა მწვრთნელმა.

უკრაინაში, "დნიპრომ" შინ 1:0 სძლია "ჰოვერლას". ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ჩაატარა მატჩი, სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე კი განაცხადს მიღმა დარჩნენ. "დნიპროს" ხუთ ტურში 12 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. 

 

 

 

0.142137