ფეხბურთი

13:35 | 29.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

არნემის “ვიტესის” შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი ინტერნეტპორტალ ad.nl-ის ვერსიით, ჰოლანდიის საფეხბურთო ერედივიზიონის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ეს გასაკვირი არაა, რადგან საქართველოს ეროვნული გუნდის შუახაზელმა სტუმრად “დორდრეხტთან” მოგებულ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. მან მეტოქის კარი 55-ე, 65-ე და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთებზე აიღო.

შოთა არველაძის შემდეგ, ყაზაიშვილი პირველი ქართველია, რომელსაც ჰოლანდიის ერედივიზიონში ოდესმე ჰეთ თრიქი შეუსრულებია. მიმდინარე სეზონში “დორდრეხტთან” მატჩამდე მას გოლი არ გაეტანა.

“ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელიც ფეხის ნეკა თითის მოტეხვის გამო ვერ თამაშობდა, ინდივიდუალურად ვარჯიში განაახლა.

0.124051