“ოქროს ბურთის” ცერემონიალის დასრულებიდან ერთ დღეში ყატარის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაჰად ალ-ზარაამ სკანდალური განცხადება გააკეთა. სპეციალისტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არჩევანის კრიშტიანუ რონალდუს სასარგებლოდ გაკეთება მას ყატარის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ჰამად ბინ ხალიფა ალ-ტანიმ დაავალა.
“მან მითხრა, რომ ხმა რონალდუსთვის უნდა მიმეცა, რადგან ეს ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერს იმიჯზე გათვლილი ნაბიჯი იქნებოდა. ამასთან ერთგვარი სამადლობელი ჟესტიც, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მიღების საპასუხოდ” – განაცხადა ალ-ზარაამ.