სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის 9 ტურის თავზე ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი ალექსანდრე ყაშაშვილს (2378) გააჩნია.
გასულ ტურში ყაშაშვილმა თეთრი ფიგურებით საკმაოდ ძლიერი უკრაინელი მიხაილო ოლეკსიენკო (2640) დაამარცხა და 6.0 ქულით 30-ე ადგილზე გადაინაცვლა, არადა, მხოლოდ 164-ე განთესვა გააჩნია.
მე-10 ტურში, რომელიც 13 მარტს შედგება, ალექსანდრე შავებით რუს ივან სიუგიროვს (2653) გაეჯიბრება.
ფრედ დაასრულეს პარტიები საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ (2716) და გაიოზ ნიგალიძემ (2527), რომელთაც 5.5-5.5 ქულა მოუგროვდათ და შესაბამისად, 50-ე და 57-ე პოზიციებზე იმყოფებიან.
5.0-5.0 ქულა აქვთ აქტივში ნანა ძაგნიძეს (2546), გიგა ყუფარაძეს (2507), ლევან ფანცულაიას (2606) და სალომე მელიას (2453).
ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი კვლავაც რუსი ალექსანდერ მოტილევი (2656) გახლავთ, რომელმაც 7.5 ქულა მოაგროვა და თურქ დრაგან სოლაკს (2610) და ებრაელ ილია სმირინს (2644) 0.5 ქულით უსწრებს.
ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 150 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი 20 000 ევროს მიიღებს, მეორეადგილოსანი – 16 000-ს, ხოლომესამეადგილოსანი – 14 000-ს.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება. 90 წთ/40 სვლაზე + 30 წთ. პარტიის ბოლომდე + 30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან. ყაიმზე შეთანხმება აკრძალულია მეორმოცე სვლამდე.
ტურნირში 27 ქვეყნის 258 მოჭადრაკე ასპარეზობს. ევროპირველობის რეიტინგ-სიას ფრანგი ეტიენ ბაკრო (2739) ლიდერობს, ხოლო ქართული ჭადრაკის ლიდერი ბაადურ ჯობავა მეექვსე ნომრადაა განთესილი.
ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში. 3-14 მარტი. ერევანი (სომხეთი). მე-9 ტური
ბაადურ ჯობავა (2716) – რობერტ ჰოვანისიანი (სომხეთი, 2611) 0.5:0.5
გაიოზ ნიგალიძე (2527) – ვადიმ ზვიაგინცევი (რუსეთი, 2653) 0.5:0.5
ალექსანდრე ყაშაშვილი (2378) – მიხაილო ოლეკსიენკო (უკრაინა, 2640) 1:0
ლუკა პაიჭაძე (2529) – ბარტოშ სოცკო (პოლონეთი, 2654) 0:1
გიგა ყუფარაძე (2507) – მარკუს რაგერი (ავსტრია, 2644) 0.5:0.5
ლევან ფანცულაია (2606) – კიეტილ ლიე (ნორვეგია, 2509) 0.5:0.5
მლადენ პალაჩი (ხორვატია, 2561) – ბაჩანა მორჩიაშვილი (2335) 1:0
ვლადისლავ ნევედნიჩი (რუმინეთი, 2591) – გიორგი ბაღათუროვი (2408) 0.5:0.5
ნანა ძაგნიძე (2546) – არმან ჰაირაპეტიანი (სომხეთი, 2367) 1:0
ირაკლი ბერაძე (2364) – ჰოვანეს გაბუზიანი (სომხეთი, 2537) 0.5:0.5
ევგენი ზანანი (რუსეთი, 2236) – სალომე მელია (2453) 0:1
რობერტ კრეისი (ავსტრია, 2437) – გიორგი სიბაშვილი (2239) 0.5:0.5
ალექსანდერ იპატოვი (თურქეთი, 2614) – ივერი ჭიღლაძე (2365) 1:0
მერი არაბიძე (2388) – ლივიუ ჩერბულენკო (
კონსტანტინოს ნიკოლაიდისი (საბერძნეთი, 2186) – ნატო იმნაძე (2100) 0.5:0.5
აშოტ პარვანიანი (სომხეთი, 1804) – ნოე თუთისანი (2137) 0:1
გარნიკ ნერსისიანი (სომხეთი, 2063) – ნიკა ღვამბერია (2133) 0:1
ქართველ მოჭადრაკეთა სატურნირო მდგომარეობა:
30. ალექსანდრე ყაშაშვილი (2370) – 6
50. ბაადურ ჯობავა (2706) – 5
57. გაიოზ ნიგალიძე (2494) – 5
86. ნანა ძაგნიძე (2546) – 4
99. გიგა ყუფარაძე (2507) – 4.5
100. ლევან ფანცულაია (2612) – 4.5
101. სალომე მელია (2453) – 4
109. ლუკა პაიჭაძე (2544) – 4.5
113. გია ბაღათუროვი (2408) – 4
123. მერი არაბიძე (2374) – 4.5
132. გიორგი სიბაშვილი (2243) – 4
142. ბაჩანა მორჩიაშვილი (2335) – 4.5
145. ირაკლი ბერაძე (2375) – 4.5
191. ივერი ჭიღლაძე (2380) – 3.5
204. ნიკა ღვამბერია (2125) – 3.5
209. ნატო იმნაძე (2100) – 3.5
211. ნოე თუთისანი (2137) – 3.5
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია