ჭადრაკი

23:49 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყაშაშვილის სენსაციური გამარჯვება

საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის მე-3 ტურში საერთაშორისო ოსტატმა ალექსანდრე ყაშაშვილმა (2370) საქართველოს მრავალგზის ჩემპიონ მიხეილ მჭედლიშვილს (2655) სენსაციური მარცხი აგემა და სატურნირო ცხრილში ლუკა პაიჭაძესთან (2544) ერთად გალიდერდა.

მოწინავეთა აქტივში 2.5-2.5 ქულაა და ისინი უახლოეს მდევრებს – მერაბ გაგუნაშვილს (2547), გაიოზ ნიგალიძეს (2494) და თორნიკე სანიკიძეს (2541) ნახევარი ქულით უსწრებენ. შეჯიბრი 11 ტურად მიმდინარეობს და 6 თებერვალს დასრულდება.

 

III ტური

სანიკიძე – ჯოჯუა 1:0

ყაშაშვილი – მჭედლიშვილი 1:0

პაიჭაძე – ჭიღლაძე 1:0

შანავა – ბენიძე 0.5:0.5

ფანცულაია – გვეტაძე 1:0

ნიგალიძე – გაგუნაშვილი 0.5:0.5

 

სატურნირო მდგომარეობა

I-II – ყაშაშვილი, პაიჭაძე – 2.5 ქულა

III-V – გაგუნაშვილი, ნიგალიძე, სანიკიძე – 2.0

VI-VII – მჭედლიშვილი, ფანცულაია – 1.5

VIII-X – ჯოჯუა, გვეტაძე, ბენიძე – 1.0

XI-XII – ჭიღლაძე, შანავა – 0.5

 

IV ტური. 29.01.2014

ჯოჯუა – გაგუნაშვილი

გვეტაძე – ნიგალიძე

ბენიძე – ფანცულაია

ჭიღლაძე – შანავა

მჭედლიშვილი – პაიჭაძე

სანიკიძე – ყაშაშვილი

0.114472