ფეხბურთი

15:30 | 4.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ყარაბაღში” ფიქრობენ: “გელაშვილს მეტი შეუძლია”

აგდამის “ყარაბაღის” ფორვარდმა ნიკა გელაშვილმა აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგაში “გაბალასთან” მატჩში (4:3) დუბლის შესრულების შემდეგ, განაცხადა, რომ მსგავსი დაპირისპირებების სიმრავლე ჩემპიონატს წაადგებოდა.

“თამაშით ჩვენც ვისიამოვნეთ და გულშემატკივრებმაც. ანგარიში თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. ბევრი გოლი გავიდა, ბევრი ბრძოლა იყო და ორივე გუნდი გამარჯვებაზე თამაშობდა. კარგი იქნება თუ მსგავსი მატჩები ბევრი იქნება. მართალია დიდი ანგარიშით არ მოგვიგია, მაგრამ გამარჯვება მაინც გამარჯვებაა და სატურნირო ცხრილში ლიდერობას ვაგრძელებთ” – განაცხადა გელაშვილმა, რომელმაც აზერბაიჯანში გადასვლის შემდეგ პირველი დუბლი მიითვალა.   

გელაშვილი ასე დაახასიათა მისმა თანაგუნდელმა ვუგარ ნადიროვმა, რომელმაც ერთი გოლი სწორედ ქართველის პასით გაიტანა:

“გელაშვილმა ორი გოლი გაიტანა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბოლომდე არ “გახსნილა”. ამ ფორვარდს მეტი შეუძლია. ჩვენ ვხედავთ ვარჯიშებზე როგორ გულმოდგინედ მუშაობს. მთავარია, რომ ფეხბურთელი “ყარაბაღში” თავს კომფორტულად გრძნობს, რაც მას მომავალში ახალ დონეზე გასვლაში დაეხმარება”. 


 

0.12482