ფეხბურთი

19:21 | 6.06.2014 | ნანახია NaN - ჯერ

“ყარაბაღმა” გელაშვილის “ზესტაფონში” გაშვება იუარა

 

გასულ სეზონში აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატის მომგებმა აგდამის “ყარაბაღმა” ნიკა გელაშვილი “ზესტაფონში” არ გაუშვა.

აზერბაიჯანული ინტერნეტპორტალის azerifootball.com-ის ინფორმაციით, “ზესტაფონს” გელაშვილის იჯარით აყვანა სურდა, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი გურბან გურბანოვი ქართველ ფორვარდს არ შეელია.

28 წლის გელაშვილი “ყარაბაღში” შარშან გერმანიის მეორე ბუნდესლიგის “ბოხუმიდან” გადავიდა და 26 მატჩში 5 გოლი გაიტანა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.067389