ჭადრაკი

22:45 | 18.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყაიმი ლიტველებთან

ვილნიუსში გრძელდება მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში სენიორთა შორის, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც თამაშობს.

მე-6 ტურში, ქართველმა მოჭადრაკეებმა (ნონა გაფრინდაშვილი, თამარ ხმიადაშვილი, ციალა ქასოშვილი, ნინო მელაშვილი) ლიტვურ გუნდ “ლოგიკასთან” 2:2 ითამაშეს და 7 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფებიან.

ლიდერი ლიტვის პირველი ნაკრები გახლავთ 11 ქულით, შემდეგ კი ინგლისის პირველი გუნდი და ლიტვური კლუბი “როსისტარ ირ მაკაბი” მოდიან 9-9 ქულით.

მე-7 ტურში საქართველოს ნაკრები სწორედ აღნიშნულ ლიტვურ კლუბს ეთამაშება.

0.116413