ფეხბურთი

19:03 | 6.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა ქასრაშვილი "ჭიათურას" მწვრთნელი გახდა

 

პირველლიგელი "ჭიათურას" მწვრთნელი ხვიჩა ქასრაშვილი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია "მსოფლიო სპორტს" კლუბის პრესატაშე ნუკრი ლოლაძემ მიაწოდა. როგორც იცით, ზემოიმერული გუნდი პირველი ლიგის A ზონაში ითამაშებს.

ქასრაშვილი ბოლოს ბოლნისის "სიონში" მუშაობდა - ეს 2012 წელს. იმავე "სიონში" ჯერ კიდევ 2005 წელს საქმიანობდა და საჩემპიონო სეზონის პირველ წრეში სწორედ ის წვრთნიდა ქვემოქართლელებს. ქასრაშვილი ასევე გახლდათ თბილისის "დინამოში", საჩხერის 'ჩიხურაში", რუსთავის "მეტალურგში".

0.11224