კალათბურთი

18:31 | 19.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხვალიდან “კალათბურთის აკადემია” ქორქია-საკანდელიძის მემორიალს მასპინძლობს

20-24 დეკემბერს, ვაკეში მდებარე “კალათბურთის აკადემია” მიუნხენის (გერმანია) 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონების, მიხეილ ქორქია-ზურაბ საკანდელიძის მორიგ მემორიალს მასპინძლობს, რომელიც მეცხრედ ტარდება.

აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. მემორიალის წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობის სურვილი ბოლო გათამაშების გამარჯვებულ “ოლიმპთან” ერთად სუპერლიგის მონაწილე კიდევ 5-მა გუნდმა: “შსს აკადემიამ”, “არმიამ”, “დინამომ”, “სოხუმმა” და “რუსთავმა” გამოთქვეს. მემორიალში მონაწილეობისგან თავი სამმა გუნდმა: “ქუთაისი-2010”-მა, “ბათუმი-რსუ”-მ და “მაკაბიმ” შეიკავეს.

ასპარეზობის მონაწილე გუნდები საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში ნაჩვენები შედეგების მიხედვით “ა” (“დინამო, “შსს აკადემია”, “რუსთავი”) და “ბ” (“არმია”, “სოხუმი”, “ოლიმპი”) ჯგუფებში გადანაწილდნენ. გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ. ფინალში ჯგუფების გამარჯვებული გუნდები იასპარეზებენ.

მემორიალზე ექვსივე ადგილი გათამაშდება, რომელსაც გუნდები ჯგუფში დაკავებული ადგილების მიხედვით გაითამაშებენ.

მემორიალის მე-9 გათამაშების შეხვედრათა განრიგი.

20 დეკემბერი

“დინამო”-“რუსთავი” 13:00

“შსს აკადემია” ისვენებს

“ოლიმპი”-“არმია” 15:00

“სოხუმი ისვენებს

21 დეკემბერი

“სოხუმი”-“ოლიმპი” 16:00

“არმია” ისვენებს

“რუსთავი”-“შსს აკადემია” 18:00

“დინამო” ისვენებს

22 დეკემბერი

“დინამო”-“შსს აკადემია” 16:00

“არმია”-“სოხუმი” 18:00

23 დეკემბერი (დასვენების დღე)

24 დეკემბერი

V-VI ადგილი 14:00

III-IV ადგილი 16:00

I-II ადგილი 18:00

მემორიალის აქამდე ჩატარებული ყველა ფინალის ტექნიკური შედეგები:

“რუსთავი”-სტუ 106:75

“ენერჯი ინვესტი”-თსუ 95:75

“თბილავიამშენი”-“ენერჯი ინვესტი” 8:78

“ენერჯი ინვესტი”-“ნტდ თბილისი” 91:60

“ენერჯი ინვესტი”-“”შსს აკადემია” 75:58

თსუ-“სოხუმი” 102:86

“არმია”-“შსს აკადემია” 99:83

“ოლიმპი”-“რუსთავი” 80:67

ასპარეზობა ყველაზე მეტჯერ (4) რუსთაველებს აქვთ მოგებული. თითო-თითო გამარჯვება “თბილავიამშენზე”, თსუ-ზე, “არმიაზე” და “ოლიმპზე” მოდის.

 

1.179301