მეცის საერთაშორისო ტურნირის ფინალში მოულოდნელად ერთმანეთს ბელგიელი დავიდ გოფინი და პორტუგალიელი ჟოაო სოუზა დაუპირისპირდებიან.
ამ ტურნირზე პირველ ნომრად ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა იყო განთესილი. ცონგა მეოთხედფინალში დავიდ გოფინმა დაამარცხა მძიმე ბრძოლაში (1:6, 7:6, 7:5). ნახევარფინალში გოფინმა გერმანელი შტრუფი დაამარცხა (7:6, 6:3) და ფინალში გავიდა.
სოუზამ ნახევარფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის, გაელ მონფილსის ბარიერი გადალახა (7:6, 6:2). იქამდე, კი ერთმანეთის მიყოლებით დოდიგი, სისლინგი და მატიუ გამოთიშა ასპარეზობას.
გოფინი და სოუზა მესამეჯერ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ურთიერთშეხვედრებში ანგარიში ჯერჯერობით თანაბარია - 1:1.
ლაშა ქოიავა